ტრამპი BBC-ის ახალი დირექტორის დანიშვნაზე: BBC-მ დასკვნები უნდა გამოიტანოს, რადგან ისინი უსამართლოები არიან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
62 26 მარტი 2026, 15:13

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, BBC-მ დასკვნები უნდა გამოიტანოს. ინფორმაციას The Telegraph-ი ავრცელებს.

აღნიშნული განცხადება თეთრი სახლის ლიდერმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ცნობილი გახდა, რომ ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორად კომპანია Google-ის ყოფილი მმართველი, მეტ ბრიტინი დაინიშნა.

როგორც გამოცემა წერს, BBC-ის ახალ დირექტორს ტრამპთან 7,5 მილიარდი გირვანქა სტერლინგის ოდენობის სასამართლო დავის მოგვარება მოუწევს.

საუბარია 2024 წელს BBC-ის ეთერში გასულ გადაცემა Panorama-ზე, სადაც ტრამპი თითქოს და ახალისებს 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმზე შტურმის მონაწილეებს. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ გადაცემაში გასული ტრამპის გამოსვლა დამონტაჟებული და გაყალბებული იყო.

„მათ მე მათქმევინეს წინადადებები და აბზაცები, რომელიც სინამდვილეში არ მითქვამს. ეს ძალიან საშინელი იყო. ამიტომ, ჩვენ მათ სასამართლოში ვუჩივლეთ და მათ აღიარეს დანაშაული. გჯერათ, რამდენად სამართლიანები არიან? ახლა კითხვა ისაა, თუ რამდენს მივიღებ [კომპენსაციის სახით]“, - თქვა ტრამპმა.

„მათ დასკვნები უნდა გამოიტანონ, იმიტომ, რომ ისინი უსამართლოები არიან. ისინი უსამართლო ადამიანები არიან“, - დასძინა ტრამპმა BBC-ზე და თავის სარჩელზე საუბრისას.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ორბანი მოუწოდებს ზელენსკის დაუყოვნებლივ გაიყვანოს საკუთარი აგენტები უნგრეთიდან
აშშ-მა მოიპოვა უკრაინის მთავრობის შეტყობინებები, სადაც განიხილებოდა გეგმა ბაიდენის ხელახალი არჩევისთვის თანხების გადარიცხვის შესახებ - სტატიას ამ თემაზე დონალდ ტრამპიც აზიარებს
მარკ რუტე: რუსეთი ნატოს მნიშვნელოვან საფრთხედ რჩება
გია აბაშიძე: ვაშინგტონის სამიტზე წარმოდგენილი იყვნენ სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტების მეუღლეები. იმ ქვეყნებს კი, სადაც პრეზიდენტი ქალბატონია წარმოადგენდა მეუღლე, ქმარი. სწორედ ეს იგულისხმა ქვეყნის პირველმა ლედიმ
ნატოს გენმდივანი: ნატო-საქართველოს თანამშრომლობის პრიორიტეტები ხელახლა განისაზღვრა. საქართველოს თავდაცვის ძალებთან თანამშრომლობა წინ მიიწევს
არქივი