ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთში მაისში ჩავა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
61 26 მარტი 2026, 15:32

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს პეკინში 14-15 მაისს შეხვდება. ეს ისტორიული ვიზიტი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების ფონზე გადაიდო.

ეს იქნება აშშ-ის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი ჩინეთში ბოლო თითქმის 10 წლის განმავლობაში. ტრამპი ასევე გეგმავს, რომ წლის ბოლოს სი ძინპინს ვაშინგტონში უმასპინძლოს. როგორც პრეზიდენტმა ოთხშაბათს Truth Social-ზე დაწერა, ოფიციალური პირები უკვე „ასრულებენ მზადებას ამ ისტორიული ვიზიტებისთვის“.

თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა დაადასტურა ტრამპის ვიზიტის თარიღები და ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პრეზიდენტმა სიმ გაგებით მიიღო ვიზიტის გადადების თხოვნა.

„პრეზიდენტმა სიმ გააცნობიერა, რომ პრეზიდენტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია აქ ყოფნა ამ საბრძოლო ოპერაციების მიმდინარეობისას“, - განაცხადა ლევიტმა ოთხშაბათს გამართულ ბრიფინგზე.

პეკინს ტრამპის მიერ დასახელებული თარიღები ჯერ არ დაუდასტურებია, თუმცა ჩინეთი, როგორც წესი, წინასწარ სი ძინპინის განრიგს იშვიათად აქვეყნებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ორბანი მოუწოდებს ზელენსკის დაუყოვნებლივ გაიყვანოს საკუთარი აგენტები უნგრეთიდან
აშშ-მა მოიპოვა უკრაინის მთავრობის შეტყობინებები, სადაც განიხილებოდა გეგმა ბაიდენის ხელახალი არჩევისთვის თანხების გადარიცხვის შესახებ - სტატიას ამ თემაზე დონალდ ტრამპიც აზიარებს
მარკ რუტე: რუსეთი ნატოს მნიშვნელოვან საფრთხედ რჩება
გია აბაშიძე: ვაშინგტონის სამიტზე წარმოდგენილი იყვნენ სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტების მეუღლეები. იმ ქვეყნებს კი, სადაც პრეზიდენტი ქალბატონია წარმოადგენდა მეუღლე, ქმარი. სწორედ ეს იგულისხმა ქვეყნის პირველმა ლედიმ
ნატოს გენმდივანი: ნატო-საქართველოს თანამშრომლობის პრიორიტეტები ხელახლა განისაზღვრა. საქართველოს თავდაცვის ძალებთან თანამშრომლობა წინ მიიწევს
არქივი