ნატოს გენმდივანი: ნატო-საქართველოს თანამშრომლობის პრიორიტეტები ხელახლა განისაზღვრა. საქართველოს თავდაცვის ძალებთან თანამშრომლობა წინ მიიწევს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
48 26 მარტი 2026, 16:45

ნატოს მოკავშირეებმა 2024 წელს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოსთან ურთიერთობების გარკვეულ ასპექტებს გადახედეს, თუმცა თანამშრომლობა ქვეყნის თავდაცვის ძალებთან წინ მიიწევს, - აღნიშნულია ნატოს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს 2025 წლის ანგარიშში.

დოკუმენტის თანახმად, ნატოს მრჩევლების დიდი გუნდი ქართველ პარტნიორებთან თავდაცვის შესაძლებლობების, პოტენციალის გაძლიერებისა და ურთიერთთავსებადობის გაზრდის მიმართულებით მუშაობს.

„მოკავშირეებმა განიხილეს ნატოს ჩართულობა საქართველოსთან 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისა და მისი შემდგომი პერიოდის გათვალისწინებით. შედეგად, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის პრიორიტეტები ხელახლა განისაზღვრა, მათ შორის ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ზოგი ასპექტის ჩათვლით. ამავდროულად, საქართველოს თავდაცვის ძალებთან თანამშრომლობა წინ მიიწევს, რაც მაისში ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნებით დაგვირგვინდა. ნატოს სამეკავშირეო ოფისმა თბილისში, განაგრძო აქტიური ჩართულობა სამხრეთ კავკასიის რეგიონში სამივე პარტნიორთან“, - აღნიშნულია ანგარიშში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მარკ რუტე - ნატო-საქართველოს ურთიერთობის გაგრძელება მიზანშეწონილია, უმჯობესია, გვქონდეს საკითხების განხილვის საშუალება, ვიდრე სრულად გავწყვიტოთ ურთიერთობა
ბიძინა გიორგობიანი: ერთიანობით, ერთგულებით და ერთი სულისკვეთებით დაიცავს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ერთიანობას ქართველი ერი და ამას წყალი არ გაუვა
AP: საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ტრანსგენდერ ქალებს ოლიმპიადაში მოანწილეობა აუკრძალა
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის ოთხ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
ორბანი მოუწოდებს ზელენსკის დაუყოვნებლივ გაიყვანოს საკუთარი აგენტები უნგრეთიდან
არქივი