აშშ-მა მოიპოვა უკრაინის მთავრობის შეტყობინებები, სადაც განიხილებოდა გეგმა ბაიდენის ხელახალი არჩევისთვის თანხების გადარიცხვის შესახებ - სტატიას ამ თემაზე დონალდ ტრამპიც აზიარებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
52 26 მარტი 2026, 17:13

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში გააზიარა სტატია სახელწოდებით „შეერთებული შტატებისთვის ცნობილი გახდა უკრაინის მთავრობის გეგმა, რომელიც ეხებოდა შეთქმულებას ბაიდენის მეორე ვადით ასარჩევად თანხების გადამისამართების მიზნით“.

სტატიაში, რომელსაც ტრამპი აზიარებს, კერძოდ, აღნიშნულია, რომ ამერიკელებს ხელში ჩაუვარდათ განსაიდუმლოებული დოკუმენტი, რომლის თანახმადაც, უკრაინელი ჩინოვნიკები აშშ-ის იმდროინდელი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მეორე ვადით არჩევას განიხილავდნენ.

კერძოდ, უკრაინის მთავრობის წარმომადგენლები 2022 წლის ბოლოს ფიქრობდნენ, რომ ბაიდენის მეორე ვადით ასარჩევად საჭირო იყო მისი საპრეზიდენტო კამპანიის დაფინანსება დიდძალი თანხით, რომელსაც გათეთრების გზით იშოვიდნენ. კერძოდ, ჯერ აშშ-ს ფული უკრაინის ენერგეტიკის აღსადგენად უნდა გამოეყო, ხოლო შემდეგ ეს ფული კვლავ ამერიკაში, ბაიდენის დასაფინანსებლად უნდა დაბრუნებულიყო.

საუბარია ასეულობით მილიონ დოლარზე. სქემის ერთ-ერთი მონაწილე USAID-ი უნდა ყოფილიყო.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მარკ რუტე - ნატო-საქართველოს ურთიერთობის გაგრძელება მიზანშეწონილია, უმჯობესია, გვქონდეს საკითხების განხილვის საშუალება, ვიდრე სრულად გავწყვიტოთ ურთიერთობა
ბიძინა გიორგობიანი: ერთიანობით, ერთგულებით და ერთი სულისკვეთებით დაიცავს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ერთიანობას ქართველი ერი და ამას წყალი არ გაუვა
AP: საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ტრანსგენდერ ქალებს ოლიმპიადაში მოანწილეობა აუკრძალა
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის ოთხ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
ორბანი მოუწოდებს ზელენსკის დაუყოვნებლივ გაიყვანოს საკუთარი აგენტები უნგრეთიდან
არქივი