პროკურატურამ მეუღლის გაუპატიურების, მუქარის და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
59 26 მარტი 2026, 20:04

საქართველოს პროკურატურამ მეუღლის გაუპატიურების, მუქარის და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტებზე დაკავებულ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურში, წარსულში არაერთხელ ნასამართლევმა და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა, ძალადობით და ძალადობის მუქარით გააუპატიურა ორსული მეუღლე, რომელსაც სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 137-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი ორსული ოჯახის წევრის მიმართ), 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსულის მიმართ) და 11 პრიმა, 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული სიცოცხლის მოსპობის მუქარა, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თელავის რაიონული სასამართლოს მიერ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი