41
26 მარტი 2026, 20:10
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ კაბინეტის სხდომაზე ირანთან არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. პრეზიდენტმა კატეგორიულად უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ვაშინგტონი თეირანთან მოლაპარაკებების დაწყებას თავად ცდილობს.
ტრამპმა აღნიშნა, რომ ირანული მხარეა ის, ვინც გარიგების დადებას სასოწარკვეთილი ითხოვს. მან ამ კონტექსტში მედიასაშუალებებიც გააკრიტიკა:
უბრალოდ მინდა სიმართლე ვთქვა, რადგან ვკითხულობდი The Wall Street Journal-ის „ყალბ ამბებს“ და ყველა იმ ისტორიას, სადაც წერენ, თითქოს მე მინდა გარიგების დადება. სინამდვილეში, ისინი მეხვეწებიან გარიგებას და არა მე. ისინი იხვეწებიან შეთანხმებას.
პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ ადმინისტრაცია პოზიციებს არ თმობს და პროცესებს სრული კონტროლით უდგება.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |