მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვის, კახეთის და შიდა ქართლის სააგენტოების კონცეპტუალური პროექტის თანაავტორი ლაშა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს.
„დიდი პოსტი უფრო დიდ პრობლემაზე.
ვინც რეალურად მიცნობს ცხოვრებაში, ყველამ იცის რომ ცხოველი ყოველთვის იყო ჩემი მეგზური. ძაღლი - კატა - ძაღლი, ამ თანმიმდევრობით. ახლაც მყავს „ლილუ,“ ავღანეთის ბოლო სპეცმისიიდან 2020 წელს ჩამოსულს დამახვედრეს და ამ წუთში, წერაში ხელს მიშლის - მლოკავს.
აქვე იმასაც გეტყვით რომ ბინაში 10-20-30 ძაღლის, ან კატის ყოლა ანომალიად მიმაჩნია.
პირდაპირ გეტყვით. ცხოველები მიყვარს, მათი ზოგიერთი “უფლებადამცველი” კი - არა. რატომ? იმიტომ რომ სოცქსელში 2011 წლიდან ვარ და კარგად ვიცი, როგორ “უყვარს” ამ ხალხს ცხოველი და როგორ ეზიზღება ადამიანი. არ იფიქროთ რომ სხვის მოყოლილს ვიმეორებ.
ჩემს თავზე მაქვს მიღებული მათგან ზიზღი, გინება და წყევლა-კრულვა. მარტო ჩემი არა-ოჯახის წევრების და მათ შორის შთამომავლობისაც.
შეურაცხყოფა საჯარო სივრცეში და მესინჯერში, ეს მხოლოდ დესერტია მათი მხრიდან.
ეს არის ხალხი, რომელსაც 100-200-300 ცხოველი ჰყავს “მიკედლებული” და ახლა რომ ჰკითხო, სად არის მისი ძაღლი, თუ გიპასუხოს, მე ვიყო ტყის ჭრელი ღორი.
“მე მიყვარს ძაღლი” - ცხვირპირში გტენიან და ამ დროს, ზოგს, ძაღლი მხოლოდ ფეისბუქში ჰყავს ნანახი.
უფრო მეტისთვის, მიუსაფარი ძაღლი შემოსავლის წყაროა. ბიზნესია ეს, “კეთილშობილობის” მანტიით მოსილი რომ ძაღლის ფოტოს დადებს და მისი მკურნალობის მიზნით თანხებს აგროვებს. ფული გროვდება - ძაღლი ქრება. ცხოველი ვერ ლაპარაკობს რომ გრძნობით სპეკულანტებს ნიღაბი ჩამოხსნას და ვისაც ნიღაბი აქვს, ან გიჟია, ან თავს იგიჟიანებს, თავდაცვის მეთოდია.
„თქვენ ხომ იცით, ყველას რომ გიცნობთ! ყველას, ვინც 2024 წელს გურჯაანში “შტურმავიკები” იყავით. ყველას გიცნობთ, ვინც, შიდა ქართლის მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვის სააგენტოს დირექტორს მკვლელს უძახით!
თქვენც გიცნობთ, ვინც კახეთის სააგენტოს დირექტორს, დამსახურებულ ადამიანს, ვახტანგ გორგასლის ორდენის კავალერს, ომის ვეტერან პოლკოვნიკს, ძაღლების ცოცხლად დაწვაში სდებთ ბრალს!
ყველას გიცნობთ, ვინც მიუსაფარი ცხოველით ფულს აკეთებთ! აბა შემეპასუხეთ - თქვენივე სიტყვებს მოგართმევთ წერილობითი ფორმით. ყველას გიცნობთ, ვინც, ცხოველის გამო მე, ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენეთ და უფრო მეტიც - წამებით და სიკვდილით დამემუქრეთ.
იმასაც ვიცნობ, ვინც მე, ძაღლის სიყვარულის გამოყენებით ფულის კეთებას მაბრალებს…
თქვენ, წაკითხულიც არ გაქვთ ს/ს კოდექსის 259-ე მუხლი ცხოველის წამების შესახებ.
თქვენ, ზოგადად წაკითხული არ გაქვთ ს/ს კოდექსი.
თქვენ, არ იცით, რა განსხვავებაა ადამიანსა და ცხოველს შორის. თქვენ, არ იცით, რომელი უფრო პრიორიტეტულია. თქვენ, შეუმდგარი ადამიანები ხართ. სხვა ადგილი ვერ ნახეთ, გარდა უენო, უმწეო არსებების კუდს უკან დგომისა. ვიცი რომ წაიკითხავთ და თქვენი აზრი, ჩემი ძაღლის კუდზე მკიდია“, - წერს ლაშა გეგეჭკორი.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |