შსს-მ გურჯაანში მომხდარი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
270 29 ივნისი 2020, 19:20

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავა.

როგორც შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, გამოძიება განზრახ მკვლელობის, ორი პირის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტზე მიმდინარეობს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1971 წელს დაბადებული დ.ნ. განზრახ მკვლელობის, დამამძიმებელ გარემოებაში ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ბრალდებით, თელავში დააკავეს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 28 ივნისს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1991 წელს დაბადებულ ა.მ.-ს და 1990 წელს დაბადებულ შ.მ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენა და მიიმალა. ა.მ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო შ.მ. გადაყვანილია საავადმყოფოში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის, ორი პირის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლის, 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილის კვალიფიკაციით მიმდინარეობს“, – ნათქვამია შსს-ის ინფორმაციაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პაატა ბურჭულაძე 4 ოქტომბერს რევოლუციას აანონსებს და იქვე ამბობს, 3 ოქტომბერს "ოცნება" წავაო - კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ რას ამბობენ და რას აკეთებენ, თვითონაც არ იციან
სერბეთის პრეზიდენტი: სერბეთი ევროპული კურსიდან გადახვევას არ აპირებს
ოპოზიციის აქციაზე: გლობალური ომის პარტია ამზადებს თავის აგენტურას არა არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების მეორე დღისთვის
საქსტატი: წინასწარი მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 914 000 შეადგინა, საიდანაც 2 078 000 ქალია, ხოლო 1 836 000 - კაცი
კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, რომ ჩვენ გვყავს რადიკალური ოპოზიცია, რომელიც ქვეყნის გარეთ დაწერილი სამოქმედო გეგმებით იმართება
არქივი