მინდა, რომ ეს სულისკვეთება ჩვენმა სინოდმა შეინარჩუნოს მე-40 დღიდან 60 დღის ჩათვლით და ავირჩიოთ ის, ვინც უფალმა უკვე შეარჩია და სინოდმა მხოლოდ და მხოლოდ უნდა აირჩიოს, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ხალხის ძალის“ წევრმა, დავით ქართველიშვილმა.
მისივე თქმით, ბოლო დღეებში საკუთარი თავიც და მსოფლიოც გავაოცეთ იმით, რომ პატრიარქის გარდაცვალების გამო 1,5მლნ ადამიანი გამოვიდა ქუჩაში. საზოგადოება მდუმარე იყო და 1,5მლნ-მა ადამიანმა ამით პატივი სცა პატრიარქის ხსოვნას.
კითხვაზე, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს სინოდმა ახალი პატრიარქის კანდიდატურასთან დაკავშირებით, რა შეიძლება, შეიცვალოს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ასე აქტიურად ებრძვიან ეკლესიის ავტორიტეტს, ქართველიშვილმა აღნიშნა, რომ აღნიშნულ პირებს ჰგონიათ, რომ წლების განმავლობაში ასე თუ ისე შეძლეს და ჰყავდათ საკუთარი გავლენის ქვეშ მყოფი კლირიკოსები, რომლებზეც ფსონი იდებოდა. კერძოდ, ახალი პატრიარქის არჩევის დროს მათი შერჩეული „კლასტერიდან“ იქნებოდა რომელიმე კანდიდატი არჩეული.
„თვითონაც გაოცებულები იყვნენ, როდესაც დაინახეს, რომ 1,5 მლნ ადამიანი გამოვიდა არა მხოლოდ უწმინდესის, ილია მეორესთან დამშვიდობების მიზნით, არამედ მხარდაჭერის ნიშნად იმისა, რომ ყველაფერი რაც ამ ადამიანმა სიცოცხლეში მოასწრო, დაასახელა, ანდერძი დაგვიტოვა, რომ ეს ყველაფერი უნდა აღსრულდეს აუცილებლად და არა რომელიმე კლანებისა თუ დაჯგუფებების სურვილი - ამას ხედავენ და ახლა გაგიჟებული არიან. არ იციან, რა მოიმოქმედონ. ცდილობენ, არიონ სიტუაცია ახალი პატრიარქი არჩევის პროცესშიც კი. ამ ყველაფერს ვხედავთ, ვხვდებით და ამის საშუალებას მათ ჩვენი საზოგადოება არ მისცემთ“, - განაცხადა ქართველიშვილმა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |