დავით ქართველიშვილი: ქართველმა ხალხმა გლოვის ხუთი დღის განმავლობაში, წერტილი დაუსვა ჯო უილსონებისა და ბიუროკრატიის მცდელობას, არარსებულ ქართველებზე აპელირებით წამოეწყოთ ძირგამომთხრელი საქმიანობა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
65 27 მარტი 2026, 19:51

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, „დღის ქრონიკაში“ საუბრისას გამოეხმაურა ილია მეორის გარდაცვალებაზე დასავლელი ბიუროკრატების დუმილს. ანალიტიკოსმა განაცხადა, რომ დასავლეთში არ იციან, ვის მიუსამძიმრონ. ქართველიშვილმა თქვა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მწუხარებას გამოხატავენ ქუჩებში გამოსული მილიონ ნახევარი ქართველის მიმართ, მოუწევთ ირიბად იმ მთავრობის აღიარებაც, რომელსაც ახლა არალეგიტიმურად ცნობენ:

„ახლა დასავლეთში არ იციან რა ქნან. ამ ხალხს მიუსამძიმრონ? მაშინ ირიბად ამ ხალხის არჩევანიც უნდა სცნონ იმ ხელისუფლების სახით, რომელსაც ამდენმა ადამიანმა ხმა მისცა, თავად კი არალეგიტიმურად მოიხსენიებენ. მაგრამ, თუ მათთვის ქართველ ხალხს კვლავ წარმოადგენს ლომჯარია და გვარამია, მაშინ მათ მაინც უნდა მიუსამძიმრონ“ - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

ანალიტიკოსმა ხაზი გაუსვა, რომ უკანასკნელ დღეებში ქართველმა ხალხმა აჩვენა დასავლურ ბიუროკრატიას, რომ მათი მხრიდან ქვეყნისათვის ძირგამომთხრელ საქმიანობას არ დაუშვებს.

„წარმოიდგინეთ, ჯო უილსონები გვეუბნებოდნენ ისეთ ფრაზებს, როგორიცაა „ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვართ“, „დემოკრატიის უკუსვლა“, „აღშფოთებული შეშფოთება“ და ა.შ. ეს წინადადებები ზეპირად გვახსოვს. დაინახეს, მილიონ ნახევარი ქართველი, რომელიც მდუმარებაში, გლოვასა და სევდაში მიდიოდა სულიერ მამასთან გამოსამშვიდობებლად. ახლა კი დასავლეთში არ იციან რა ქნან. ამ ხალხს მიუსამძიმრონ? მაშინ ირიბად ამ ხალხის არჩევანიც უნდა სცნონ იმ ხელისუფლების სახით, რომელსაც ამდენმა ადამიანმა ხმა მისცა, თავად კი არალეგიტიმურად მოიხსენიებენ. მაგრამ, თუ მათთვის ქართველ ხალხს კვლავ წარმოადგენს ლომჯარია და გვარამია, მაშინ მათ მაინც უნდა მიუსამძიმრონ. ბუნებრივია, ამასაც არ აკეთებენ, რადგან ხვდებიან, რა აბსურდშიც მოხვდებიან. ეს დასავლური ძალები კომაში აღმოჩდნენ და მძიმე მდგომარეობიდან გამოსვლას ვერ ახერხებენ. ქართველმა ხალხმა ამ ხუთი დღის განმავლობაში მათ მცდელობას, არარსებულ, ვირტუალურ ქართველ ხალხზე დაყრდნობით და მასზე აპელირებით აეგოთ მომავალი და წამოეწყოთ ძირგამომთხრელი საქმიანობა, წერტილი დაუსვა. ქართველმა ხალხმა დაამსხვრია ბიუროკრატიისა და ჯო უილსონების ბაბილონის გოდოლი. გაგახსენებთ, ჯო უილსონი სწორედ ის ამერიკელი პოლიტიკოსია, რომელმაც ამერიკის ჰელსინკის ჯგუფის დიდი ხნის წინ დაანონსებულ ანტიქართულ შეკრებაზე 21 წევრიდან მხოლოდ სამის შეკრება მოახერხა“ - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მარკო რუბიომ კატეგორიულად უარყო უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-ს შეუძლია მიაღწიოს თავის მიზნებს ირანთან ომში „ყოველგვარი სახმელეთო ჯარების გარეშე“
ნიკოლოზ სამხარაძე სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალურ წარმომადგენელს, ელჩ კრისტოფ შპეტის შეხვდა
დეკანოზი ანდრია: სასურველია, რომ ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნებთან დაკავშირებით პოლემიკამ არ მიიღოს ისეთი ხასიათი, რაც საზოგადოებაში განხეთქილებას შემოიტანს. დაველოდოთ სინოდის წევრების გადაწყვეტილებას
დეკანოზი ანდრია: კათოლიკოს-პატრიარქის მიერ გამორჩეული მოსაყდრე ყველასთვის არის საყურადღებო, რომ ეს არის კათოლიკოს-პატრიარქის ნების გამოხატულება
არქივი