საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს (OSCE) მოქმედი თავმჯდომარის სპეციალურ წარმომადგენელს, ელჩ კრისტოფ შპეტის შეხვდა.
განხილვის მთავარ საკითხს სამხერთ კავკასიაში მიმდინარე მოვლენები და რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებული ვითარება წარმოადგენდა.
შეხვედრისას ნიკოლოზ სამხარაძემ ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებაში საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკაზე ისაუბრა.
მხარეებმა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 66-ე რაუნდსა და მის შედეგებზე ისაუბრეს.
„ეუთო-ს (OSCE) მოქმედი თავმჯდომარის სპეციალურ წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიაში, კრისტოფ შპეტთან შეხვედრაზე განხილვის ძირითადი საკითხი იყო ოკუპირებული რეგიონები. ვისაუბრეთ 18-19 მარტს გამართულ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 66-ე რაუნდზე და კიდევ ერთხელ გავუსვით ხაზი ჟენევის მოლაპარაკებების მნიშვნელობას ქართული მხარისთვის“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |