ევროკომისია საკუთარ ვებგვერდებზე განხორციელებულ კიბერშეტევას იძიებს. პარასკევს გაკეთებული განცხადების თანახმად, გარკვეული მონაცემები მოპარულია.
ევროკავშირის აღმასრულებელმა ორგანომ განაცხადა, რომ თავდასხმა სამშაბათს აღმოაჩინა და მისი შეჩერების მიზნით „დაუყოვნებლივი ზომები“ მიიღო.
თავდასხმა განხორციელდა იმ ღრუბლოვანი გამოთვლების ინფრასტრუქტურაზე, რომელსაც კომისია Europa.eu პლატფორმის სამართავად იყენებს.
სწორედ ამ პლატფორმაზეა განთავსებული ევროკომისიის, ევროპარლამენტის, ევროკავშირის საბჭოსა და ევროკავშირის სხვა ინსტიტუტების ვებგვერდები.
კომისიის განცხადებით, ინციდენტი „ლოკალიზებულია“. თუმცა, გამოძიების ადრეული ეტაპი მიუთითებს იმაზე, რომ ამ ვებგვერდებიდან გარკვეული მონაცემები, შესაძლოა, მოპარულია. აქვე აღნიშნულია, რომ თავად კომისიის შიდა სისტემები არ დაზიანებულა.
ევროკომისიას არ უთქვამს, თუ ვინ იყო პასუხისმგებელი ამ თავდასხმაზე.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |