სოზარ სუბარი უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს შეხვდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
66 28 მარტი 2026, 10:32
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე სოზარ სუბარი საკანონმდებლო ორგანოში სტუმრად მყოფ ახალგაზრდებს შეხვდა.

შეხვედრაზე, რომელშიც სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები მონაწილეობდნენ, საუბარი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ცხოვრებასა და მოღვაწეობას შეეხო. ხაზი გაესვა მის როლს საქართველოს სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებასა და განვითარებაში, სულიერების გაძლიერებასა და ერის გაერთიანებაში. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ახალგაზრდებთან გლობალურ პოლიტიკაზე, რუსეთ-უკრაინის ომსა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა. როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, მშვიდობის შენარჩუნებასა და ქვეყანის სტაბილური განვითარების მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების სწორი კურსი კიდევ ერთხელ  გახდა აშკარა.

შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დიმიტრი ხუნდაძე: რადიკალების მხრიდან ანტიეკლესიური კამპანია მიზნად ისახავს საზოგადოების ეკლესიისა და რწმენისგან ჩამოშორებას
მარიამ გრიგოლიშვილი: ახალგაზრდების პოლიტიკურ სივრცეში ჩართვა, მათთან ერთად გადაწყვეტილებების მიღება გახლავთ უმთავრესი ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის
ზვიად შალამბერიძე: როდესაც მთელმა საქართველომ მიაგო პატივი პატრიარქს, აღმოჩნდა, რომ საზოგადოების ძალიან მცირე ნაწილი იცლიდა იმისთვის, რომ გაეგრძელებინა ქილიკი საპატრიარქოზე, გაეგრძელებინა ქილიკი სამწუხაროდ, გარდაცვლილ პატრიარქზე
თეკლა თიკანაშვილი: ჩვენი უმთავრესი მიზანია, შევხვდეთ ახალგაზრდებს, მოვისმინოთ მათი პრობლემები, საჭიროებები, ერთობლივი თანამშრომლობით შევძლოთ უკეთესი მომავლის შენება
ვარლამ ლიპარტელიანი: ჩვენი გუნდის გაცხადებული პოლიტიკაა, რაც შეიძლება, მეტი საუბარი ახალგაზრდებთან
არქივი