ვარლამ ლიპარტელიანი: ჩვენი გუნდის გაცხადებული პოლიტიკაა, რაც შეიძლება, მეტი საუბარი ახალგაზრდებთან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
81 28 მარტი 2026, 12:52

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ვარლამ ლიპარტელიანმა, რეგიონული კონფერენციების მიზნებზე ისაუბრა, რომლის დროსაც, ბორდის წევრებთან ერთად, ახალგაზრდებთან შეხვედრა და სხვადასხვა საკითხის დისკუსიის ფორმატში განხილვაა დაგეგმილი.

ლიპარტელიანის განცხადებით, მმართველი გუნდის გაცხადებული პოლიტიკაა, რაც შეიძლება მეტი საუბარი ახალგაზრდებთან, რადგან ქვეყნის წინსვლა და განვითარება შეუძლებელი იქნებოდა პროცესებში მათი ჩართულობის გარეშე.

„ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერი ადამიანისგან მოვისმინოთ იმ საჭიროების შესახებ, რაც მათ აქვთ. თუნდაც, კრიტიკული იყოს, მათი ყოველი სიტყვა და აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი გუნდის გაცხადებული პოლიტიკაა, რაც შეიძლება, მეტი საუბარი ახალგაზრდებთან. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ თუ არა მათი ჩართულობა იმ პროცესებში, რომლებიც დღეს ვითარდება ქვეყანასა და ზოგადად, მსოფლიოში, შეუძლებელი იქნება ქვეყნის წინსვლა და წარმატება. ამიტომ, მათი აზრის მოსმენა და გათვალისწინება უმნიშვნელოვანესი იქნება ჩვენთვის“ - აღნიშნა ვარლამ ლიპარტელიანმა.

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ რეგიონული კონფერენციები ბათუმიდან დაიწყო.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლევან მაჭავარიანი: ეს არის ულტრამემარცხენე, ფსევდო ლიბერალიზმის იდეოლოგიის დღის წესრიგი - როგორც არაფერი გამოუვიდათ უწმინდესთან მიმართებაში, ისე არაფერი გამოუვათ მეუფე შიოსთან მიმართებაში
დიმიტრი ხუნდაძე: ბაჩო ახალაიას ქმედება არ არის ახალი თუმცა, რამდენჯერაც სხვას მოუმზადა ორმო, იმდენჯერ თავად ჩავარდა. ასე იქნება ახლაც.
დიმიტრი ხუნდაძე: რადიკალების მხრიდან ანტიეკლესიური კამპანია მიზნად ისახავს საზოგადოების ეკლესიისა და რწმენისგან ჩამოშორებას
მარიამ გრიგოლიშვილი: ახალგაზრდების პოლიტიკურ სივრცეში ჩართვა, მათთან ერთად გადაწყვეტილებების მიღება გახლავთ უმთავრესი ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის
ზვიად შალამბერიძე: როდესაც მთელმა საქართველომ მიაგო პატივი პატრიარქს, აღმოჩნდა, რომ საზოგადოების ძალიან მცირე ნაწილი იცლიდა იმისთვის, რომ გაეგრძელებინა ქილიკი საპატრიარქოზე, გაეგრძელებინა ქილიკი სამწუხაროდ, გარდაცვლილ პატრიარქზე
არქივი