ლევან მაჭავარიანი: ეს არის ულტრამემარცხენე, ფსევდო ლიბერალიზმის იდეოლოგიის დღის წესრიგი - როგორც არაფერი გამოუვიდათ უწმინდესთან მიმართებაში, ისე არაფერი გამოუვათ მეუფე შიოსთან მიმართებაში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
63 28 მარტი 2026, 14:58

ახლა ცდილობენ მეუფე შიოს დისკრედიტაციას, თუმცა, როგორც არაფერი გამოუვიდათ ჩვენს უწმინდესთან მიმართებაში, ისე არაფერი გამოუვათ მეუფე შიოსთან მიმართებაში, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა ეკლესიის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიაზე საუბრისას.

მისივე თქმით, იყო USAID-ის, NED-ისა და ევროკავშირის ფონდების მიერ დაფინანსებული კამპანიები, სადაც პირდაპირ შეურაცხყოფას აყენებდნენ საპატრიარქოს, სამღვდელოებასა და უწმინდესს.

„ეს არის ულტრამემარცხენე, ფსევდო ლიბერალიზმის იდეოლოგიის დღის წესრიგი. ბევრი ძალიან ცუდი შემთხვევა ვიხილეთ, როდესაც პირდაპირ კამპანიები იყო USAID-ის, NED-ისა და ევროკავშირის ფონდების მიერ დაფინანსებული, სადაც პირდაპირ შეურაცხყოფას აყენებდნენ საპატრიარქოს, სამღვდელოებას, ჩვენს უწმინდესს. თუმცა, ამ ძალებმა იხილეს, თუ როგორი ერთიანია ერი, როდესაც საქმე ეხება ჩვენს იდენტობას და მით უმეტეს, როდესაც საქმე ეხება ჩვენს უწმინდესს. რა თქმა უნდა, ეს ძალები ებრძვიან მეუფე შიოს, რადგან იგი პატრიარქის მიერ იყო დასახელებული და გამორჩეული. შესაბამისად, ახლა ცდილობენ მის დისკრედიტაციას, თუმცა, როგორც არაფერი გამოუვიდათ ჩვენს უწმინდესთან მიმართებაში, ისე არაფერი გამოუვათ მეუფე შიოსთან მიმართებაში“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
The Guardian - ირანში აცხადებენ, რომ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში უკრაინული დრონების საწინააღმდეგო სისტემების საცავს დაარტყეს - უკრაინა ირანის განცხადებას უარყოფს
სოსიაშვილი: ლიბერალი ფაშისტების სამიზნეა ჩვენი ეკლესია, სურვილი ჰქონდათ, ქართველი ხალხისთვის ზნეობრივი, სულიერი ორიენტირი მოეშალათ. არაერთხელ მიიტანეს იერიში პატრიარქზე
ზვიად შალამბერიძე: ეკლესიაზე შეტევა არასამთავრობო ორგანიზაციების, ოპოზიციის მხრიდან, არის ქართველი ხალხის წინააღმდეგ შეტევა - როდესაც მთელი საქართველო გაერთიანდა და მიაგო პატივი პატრიარქს, აღმოჩნდა, რომ საზოგადოების გარკვეული, მცირე ნაწილი, იცლიდა, რომ გაეგრძელებინა ქილიკი საპატრიარქოზე და გარდაცვლილ პატრიარქზე
ლევან მაჭავარიანი: ვიხილეთ USAID-ის, NED-ისა და ევროკავშირის ფონდების მიერ დაფინანსებული კამპანიები, სადაც შეურაცხყოფას აყენებდნენ სამღვდელოებას, ჩვენს უწმინდესს - ეს ძალები ებრძვიან მეუფე შიოს, თუმცა, როგორც არაფერი გამოუვიდათ უწმინდესთან მიმართებით, ისე არაფერი გამოუვათ მეუფე შიოსთან მიმართებით
დიმიტრი ხუნდაძე: ბაჩო ახალაიას ქმედება არ არის ახალი თუმცა, რამდენჯერაც სხვას მოუმზადა ორმო, იმდენჯერ თავად ჩავარდა. ასე იქნება ახლაც.
არქივი