ლევან მაჭავარიანი: ვიხილეთ USAID-ის, NED-ისა და ევროკავშირის ფონდების მიერ დაფინანსებული კამპანიები, სადაც შეურაცხყოფას აყენებდნენ სამღვდელოებას, ჩვენს უწმინდესს - ეს ძალები ებრძვიან მეუფე შიოს, თუმცა, როგორც არაფერი გამოუვიდათ უწმინდესთან მიმართებით, ისე არაფერი გამოუვათ მეუფე შიოსთან მიმართებით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
72 28 მარტი 2026, 16:03
ახლა ცდილობენ მეუფე შიოს დისკრედიტაციას, თუმცა, როგორც არაფერი გამოუვიდათ ჩვენს უწმინდესთან მიმართებით, ისე არაფერი გამოუვათ მეუფე შიოსთან მიმართებით, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა ეკლესიის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიაზე საუბრისას.

მისივე თქმით, იყო USAID-ის, NED-ისა და ევროკავშირის ფონდების მიერ დაფინანსებული კამპანიები, სადაც პირდაპირ შეურაცხყოფას აყენებდნენ საპატრიარქოს, სამღვდელოებასა და უწმინდესს.

„ეს არის ულტრამემარცხენე, ფსევდო ლიბერალიზმის იდეოლოგიის დღის წესრიგი. ბევრი ძალიან ცუდი შემთხვევა ვიხილეთ, როდესაც პირდაპირ კამპანიები იყო USAID-ის, NED-ისა და ევროკავშირის ფონდების მიერ დაფინანსებული, სადაც პირდაპირ შეურაცხყოფას აყენებდნენ საპატრიარქოს, სამღვდელოებას, ჩვენს უწმინდესს. თუმცა, ამ ძალებმა იხილეს, თუ როგორი ერთიანია ერი, როდესაც საქმე ეხება ჩვენს იდენტობას და მით უმეტეს, როდესაც საქმე ეხება ჩვენს უწმინდესს. რა თქმა უნდა, ეს ძალები ებრძვიან მეუფე შიოს, რადგან იგი პატრიარქის მიერ იყო დასახელებული და გამორჩეული. შესაბამისად, ახლა ცდილობენ მის დისკრედიტაციას, თუმცა, როგორც არაფერი გამოუვიდათ ჩვენს უწმინდესთან მიმართებაში, ისე არაფერი გამოუვათ მეუფე შიოსთან მიმართებაში“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირანის ელჩი - ისპაჰანის უბნებზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად მოწამეობრივად დაიღუპა ჩვენი რამდენიმე ძვირფასი თანამემამულე, მათ შორის რამდენიმე წარმოშობით ქართველი ირანელი
გენო პეტრიაშვილი: ჩვენი გუნდი მზად არის, პირდაპირი კომუნიკაციით გაიგოს ახალგაზრდების საჭიროება, პრობლემა და გამოწვევა. ახალგაზრდული ორგანიზაციის პირველმა კონფერენციამ დამარწმუნა, რომ მსგავსი შეხვედრები და დისკუსიები აუცილებელია
გიორგი სოსიაშვილი ბაჩო ახალაიაზე: პირდაპირ განაცხადა თავის პირით, რომ დამხობისკენ მოუწოდა საზოგადოებას. როგორც მან აღიარა, კიდეც უნდა აგოს პასუხი თავის მიერ გაცხადებულ ამ დანაშაულზე
ზვიად შალამბერიძე ახალაიაზე: 4 ოქტომბრის წინა დღეებში ამბობდნენ, რომ უბრალოდ მასთან სამეზობლო შეკრებები და პირადი საუბრები იმართებოდა, რაც არ უკავშირდებოდა 4 ოქტომბერს. როგორც აღმოჩნდა, ამ ყველაფრის ერთ-ერთი იდეოლოგი იყო ბაჩო ახალაია
ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მტკიცებით, მათ დუბაიში ამერიკელ სამხედროებზე იერიში მიიტანეს
არქივი