ზვიად შალამბერიძე: ეკლესიაზე შეტევა არასამთავრობო ორგანიზაციების, ოპოზიციის მხრიდან, არის ქართველი ხალხის წინააღმდეგ შეტევა - როდესაც მთელი საქართველო გაერთიანდა და მიაგო პატივი პატრიარქს, აღმოჩნდა, რომ საზოგადოების გარკვეული, მცირე ნაწილი, იცლიდა, რომ გაეგრძელებინა ქილიკი საპატრიარქოზე და გარდაცვლილ პატრიარქზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
50 28 მარტი 2026, 16:07
ეკლესიაზე შეტევა, რომელიც მიმდინარეობს ბოლო დღეების განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციების, ოპოზიციის მხრიდან, პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ არის შეტევა ქართველი ხალხისა და საზოგადოების წინააღმდეგ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზვიად შალამბერიძემ, განაცხადა.

მისი თქმით, იმ დროს, როდესაც მთელი საქართველო გაერთიანდა და გარდაცვლილ პატრიარქ ილია მეორეს პატივი მიაგო, საზოგადოების ძალიან მცირე ჯგუფი იცლიდა საპატრიარქოსა და პატრიარქის საქილიკოდ.

„მთელმა საქართველომ და მთელმა მსოფლიომ დაინახა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეკლესია, მართლმადიდებლური ქრისტიანობა და რამდენად მნიშვნელოვანი ადამიანი დავკარგეთ ჩვენი პატრიარქის სახით. იმ დღეებში, როდესაც მთელი საქართველო გაერთიანდა და მთელმა საქართველომ მიაგო პატივი ჩვენს პატრიარქს, აღმოჩნდა, რომ საზოგადოების გარკვეული, ძალიან მცირე ნაწილი, იცლიდა იმისთვის, რომ გაეგრძელებინა ქილიკი საპატრიარქოზე, გაეგრძელებინა ქილიკი სამწუხაროდ, გარდაცვლილ პატრიარქზე,“ - აღნიშნა ზვიად შალამბერიძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი კახიანი: ამ დღეებმა დაგვანახა ფარისევლობა ბევრი პოლიტიკოსის სახით. ერთი მხრივ, ვითომ პატრიარქის პატივისცემას გამოხატავენ და მეორე მხრივ, პატრიარქის მოსაყდრეს ლანძღავენ
გიორგი კახიანი: სერიოზული კომენტარის გაკეთებაც კი რთულია, როდესაც რადიკალები იწყებენ საუბარს იმაზე, რომ მასიური გამოსვლები უნდა დაიწყონ და ა.შ.
The Guardian - საბერძნეთის სანაპიროსთან 22 მიგრანტი დაიღუპა
ირანის ელჩი - ისპაჰანის უბნებზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად მოწამეობრივად დაიღუპა ჩვენი რამდენიმე ძვირფასი თანამემამულე, მათ შორის რამდენიმე წარმოშობით ქართველი ირანელი
გენო პეტრიაშვილი: ჩვენი გუნდი მზად არის, პირდაპირი კომუნიკაციით გაიგოს ახალგაზრდების საჭიროება, პრობლემა და გამოწვევა. ახალგაზრდული ორგანიზაციის პირველმა კონფერენციამ დამარწმუნა, რომ მსგავსი შეხვედრები და დისკუსიები აუცილებელია
არქივი