სოსიაშვილი: ლიბერალი ფაშისტების სამიზნეა ჩვენი ეკლესია, სურვილი ჰქონდათ, ქართველი ხალხისთვის ზნეობრივი, სულიერი ორიენტირი მოეშალათ. არაერთხელ მიიტანეს იერიში პატრიარქზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
52 28 მარტი 2026, 16:13
ლიბერალი ფაშისტების სამიზნე დიდი ხანია არის ჩვენი ეკლესია, მათ სურვილი ჰქონდათ, რომ ქართველი ხალხისთვის ზნეობრივი, სულიერი ორიენტირი მოეშალათ და არაერთხელ მიიტანეს იერიში მის უწმინდესობასა და უნეტარესობაზე,  - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი სოსიაშვილმა.

მისი თქმით, ეკლესიის დასუსტების მსურველებს, გარდაცვლილი პატრიარქიც კი "ძილს უფრთხობს" და სურთ, რომ ეკლესიაში გარკვეული დისონანსი და არეულობა შეიტანონ, რადგან პატრონების დავალებების თანახმად, მათი მთავარი სამიზნეა ქართველების სულიერი ცხოვრების მოშლა.

"ამ ადამიანებს გარდაცვლილი პატრიარქიც ძილს უფრთხობს, რადგან ეკლესიაა ჩვენი ხალხის გამაერთიანებელი და ახლა უკვე უნდათ, რომ ეკლესიაში შეიტანონ გარკვეული დისონანსი და არეულობის მცდელობები ჰქონდეთ. ბუნებრივია, ასრულებენ თავიანთი პატრონების დავალებებს, იმიტომ, რომ მათი მთავარი სამიზნე ყოველთვის იყო ჩვენი სულიერი ცხოვრების მოშლა. ამ სულიერი ცხოვრების მესაჭე არის ქართული მართლმადიდებლური სამოციქულო ეკლესია," - განაცხადა სოსიაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი კახიანი: სერიოზული კომენტარის გაკეთებაც კი რთულია, როდესაც რადიკალები იწყებენ საუბარს იმაზე, რომ მასიური გამოსვლები უნდა დაიწყონ და ა.შ.
The Guardian - საბერძნეთის სანაპიროსთან 22 მიგრანტი დაიღუპა
ირანის ელჩი - ისპაჰანის უბნებზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად მოწამეობრივად დაიღუპა ჩვენი რამდენიმე ძვირფასი თანამემამულე, მათ შორის რამდენიმე წარმოშობით ქართველი ირანელი
გენო პეტრიაშვილი: ჩვენი გუნდი მზად არის, პირდაპირი კომუნიკაციით გაიგოს ახალგაზრდების საჭიროება, პრობლემა და გამოწვევა. ახალგაზრდული ორგანიზაციის პირველმა კონფერენციამ დამარწმუნა, რომ მსგავსი შეხვედრები და დისკუსიები აუცილებელია
გიორგი სოსიაშვილი ბაჩო ახალაიაზე: პირდაპირ განაცხადა თავის პირით, რომ დამხობისკენ მოუწოდა საზოგადოებას. როგორც მან აღიარა, კიდეც უნდა აგოს პასუხი თავის მიერ გაცხადებულ ამ დანაშაულზე
არქივი