The Guardian - ირანში აცხადებენ, რომ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში უკრაინული დრონების საწინააღმდეგო სისტემების საცავს დაარტყეს - უკრაინა ირანის განცხადებას უარყოფს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
11 28 მარტი 2026, 16:38

ირანში აცხადებენ, რომ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში უკრაინული დრონების საწინააღმდეგო სისტემების საცავს დაარტყეს - უკრაინა ირანის განცხადებას უარყოფს, - ინფორმაციას გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.

„დუბაიში ამერიკელი მეთაურებისა და ჯარისკაცების სამალავი დაიბომბა. ასევე, ამერიკელი სამხედროების მხარდასაჭერად არსებული უკრაინული დრონების საწინააღმდეგო სისტემების საცავიც განადგურდა“, - აცხადებს ირანის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული სარდლობის, ხათამ ალ-ანბიას ცენტრალური შტაბი.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, გეორგი ტიხიმ ირანის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას „სიცრუე“ და „დეზინფორმაცია“ უწოდა.

„ეს სიცრუეა და ამ ინფორმაციას ოფიციალურად უარვყოფთ. ირანის რეჟიმი ხშირად მიმართავს მსგავს დეზინფორმაციულ ოპერაციებს და ამით რუსებისგან არაფრით განსხვავდება“, - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
The Guardian - საბერძნეთის სანაპიროსთან 22 მიგრანტი დაიღუპა
ირანის ელჩი - ისპაჰანის უბნებზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად მოწამეობრივად დაიღუპა ჩვენი რამდენიმე ძვირფასი თანამემამულე, მათ შორის რამდენიმე წარმოშობით ქართველი ირანელი
გენო პეტრიაშვილი: ჩვენი გუნდი მზად არის, პირდაპირი კომუნიკაციით გაიგოს ახალგაზრდების საჭიროება, პრობლემა და გამოწვევა. ახალგაზრდული ორგანიზაციის პირველმა კონფერენციამ დამარწმუნა, რომ მსგავსი შეხვედრები და დისკუსიები აუცილებელია
გიორგი სოსიაშვილი ბაჩო ახალაიაზე: პირდაპირ განაცხადა თავის პირით, რომ დამხობისკენ მოუწოდა საზოგადოებას. როგორც მან აღიარა, კიდეც უნდა აგოს პასუხი თავის მიერ გაცხადებულ ამ დანაშაულზე
ზვიად შალამბერიძე ახალაიაზე: 4 ოქტომბრის წინა დღეებში ამბობდნენ, რომ უბრალოდ მასთან სამეზობლო შეკრებები და პირადი საუბრები იმართებოდა, რაც არ უკავშირდებოდა 4 ოქტომბერს. როგორც აღმოჩნდა, ამ ყველაფრის ერთ-ერთი იდეოლოგი იყო ბაჩო ახალაია
არქივი