ზვიად შალამბერიძე ახალაიაზე: 4 ოქტომბრის წინა დღეებში ამბობდნენ, რომ უბრალოდ მასთან სამეზობლო შეკრებები და პირადი საუბრები იმართებოდა, რაც არ უკავშირდებოდა 4 ოქტომბერს. როგორც აღმოჩნდა, ამ ყველაფრის ერთ-ერთი იდეოლოგი იყო ბაჩო ახალაია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
8 28 მარტი 2026, 17:24

4 ოქტომბრის წინა დღეებში ამბობდნენ, რომ უბრალოდ მასთან სამეზობლო შეკრებები და პირადი საუბრები იმართებოდა, რაც არანაირად არ უკავშირდებოდა 4 ოქტომბერს, - განუცხადა ჟურნალისტებს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ზვიად შალამბერიძემ ბაჩო ახალაიასთან დაკავშირებით.

შალამბერიძის თქმით, როგორც აღმოჩნდა, ამ ყველაფრის ერთ-ერთი იდეოლოგი იყო ბაჩო ახალაია.

„ვნახეთ, რომ ეს ადამიანები აქტიურად იცილებდნენ თავიდან პასუხისმგებლობას. 4 ოქტომბრის წინა დღეებში ამბობდნენ, რომ უბრალოდ მასთან სამეზობლო შეკრებები და პირადი საუბრები იმართებოდა, რაც არანაირად არ უკავშირდებოდა 4 ოქტომბერს.

როგორც აღმოჩნდა, ამ ყველაფრის ერთ-ერთი იდეოლოგი იყო ბაჩო ახალაია. ამით შეიძლება სწორი გაკვეთილი მივიღოთ, რომ ადამიანები არ იცვლებიან და არ იცვლებიან ასევე ის პოლიტიკოსები, არ შეიცვლებიან არასდროს, რომლებიც 2012 წლამდე მართავდნენ ქვეყანას. ეს იქნება ბაჩო ახალაია თუ სხვა ძმანი და დანი მისნი, რომლებიც დღეს ცხვრის ტყავში გახვეულები გვევლინებიან რაღაც კოალიციებში. ჩვენ, რა თქმა უნდა, ქართული საზოგადოება, ქართული კანონმდებლობა ყველა ასეთ გამოვლინებას საკადრის პასუხს გასცემს“, - აღნიშნა ზვიად შალამბერიძემ.

საქართველოს პროკურატურამ საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების ფაქტზე ბაჩანა ახალაიას ბრალდება წარუდგინა.

ახალაია სასჯელს 4 ოქტომბრის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობისთვის, რუსთავის ციხეში იხდის.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლაშა ტალახაძე: მიხარია, რომ აჭარაში ჩვენი გუნდის ჩასვლამ ასეთი ინტერესი გამოიწვია, ახალგაზრდებთან დისკუსია საუკეთესო გზაა, მარტივად ვიპოვოთ გამოსავალი პრობლემური საკითხებიდან
დავით ქართველიშვილი: საქართველო აღარ დგას არჩევანის წინაშე, თუ „სად შევიდეს“ —ჩვენი მყარი მისწრაფებაა, როგორ არ ვიქცეთ ნებისმიერი „სხვის“ ვასალურ დანამატად
გიორგი კახიანი: ამ დღეებმა დაგვანახა ფარისევლობა ბევრი პოლიტიკოსის სახით. ერთი მხრივ, ვითომ პატრიარქის პატივისცემას გამოხატავენ და მეორე მხრივ, პატრიარქის მოსაყდრეს ლანძღავენ
გიორგი კახიანი: სერიოზული კომენტარის გაკეთებაც კი რთულია, როდესაც რადიკალები იწყებენ საუბარს იმაზე, რომ მასიური გამოსვლები უნდა დაიწყონ და ა.შ.
The Guardian - საბერძნეთის სანაპიროსთან 22 მიგრანტი დაიღუპა
არქივი