გიორგი სოსიაშვილი ბაჩო ახალაიაზე: პირდაპირ განაცხადა თავის პირით, რომ დამხობისკენ მოუწოდა საზოგადოებას. როგორც მან აღიარა, კიდეც უნდა აგოს პასუხი თავის მიერ გაცხადებულ ამ დანაშაულზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
8 28 მარტი 2026, 17:43

ბაჩო ახალაია წლების განმავლობაში იყო იმ სისხლიანი რეჟიმის ერთ-ერთი შემოქმედი, რომელმაც ქართველ ხალხს სული გაუმწარა, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი სოსიაშვილმა.

მისივე თქმით, არასდროს დაავიწყდება ქართველ ხალხს მისი სახე, რადგან იგი „ჩალექილია ჩვენი ხალხის მეხსიერებაში“.

„ჩვენ ვიხილეთ, რომ ის ორგანიზებას უწევდა სახელმწიფო გადატრიალებას, როდესაც სურვილი ჰქონდათ, ძალადობრივი გზით დაემხოთ ხელისუფლება და ქვეყანაში ყოფილიყო კატასტროფული სიტუაცია. პრინციპში, ახალი რაც თქვა მან, ეს იყო მისი ამ სცენარის მორიგი გაგრძელება - პირდაპირ განაცხადა თავის პირით, რომ დამხობისკენ მოუწოდა საზოგადოებას. როგორც მან აღიარა, კიდეც უნდა აგოს პასუხი თავის მიერ გაცხადებულ ამ დანაშაულზე“, - აღნიშნა სოსიაშვილმა.

საქართველოს პროკურატურამ საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების ფაქტზე ბაჩანა ახალაიას ბრალდება წარუდგინა.

ახალაია სასჯელს 4 ოქტომბრის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობისთვის, რუსთავის ციხეში იხდის.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლაშა ტალახაძე: მიხარია, რომ აჭარაში ჩვენი გუნდის ჩასვლამ ასეთი ინტერესი გამოიწვია, ახალგაზრდებთან დისკუსია საუკეთესო გზაა, მარტივად ვიპოვოთ გამოსავალი პრობლემური საკითხებიდან
დავით ქართველიშვილი: საქართველო აღარ დგას არჩევანის წინაშე, თუ „სად შევიდეს“ —ჩვენი მყარი მისწრაფებაა, როგორ არ ვიქცეთ ნებისმიერი „სხვის“ ვასალურ დანამატად
გიორგი კახიანი: ამ დღეებმა დაგვანახა ფარისევლობა ბევრი პოლიტიკოსის სახით. ერთი მხრივ, ვითომ პატრიარქის პატივისცემას გამოხატავენ და მეორე მხრივ, პატრიარქის მოსაყდრეს ლანძღავენ
გიორგი კახიანი: სერიოზული კომენტარის გაკეთებაც კი რთულია, როდესაც რადიკალები იწყებენ საუბარს იმაზე, რომ მასიური გამოსვლები უნდა დაიწყონ და ა.შ.
The Guardian - საბერძნეთის სანაპიროსთან 22 მიგრანტი დაიღუპა
არქივი