გიორგი კახიანი: სერიოზული კომენტარის გაკეთებაც კი რთულია, როდესაც რადიკალები იწყებენ საუბარს იმაზე, რომ მასიური გამოსვლები უნდა დაიწყონ და ა.შ.
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
10 28 მარტი 2026, 18:00

სერიოზული კომენტარის გაკეთებაც კი რთულია, როდესაც რადიკალები იწყებენ საუბარს იმაზე, რომ მასიური გამოსვლები უნდა დაიწყონ და ა.შ. - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა.

კახიანის თქმით, რადიკალებს ძალიან კარგად აქვთ გააზრებული, დემოკრატიული პროცესებით ისინი ვერასდროს შეძლებენ ხელისუფლებაში მოსვლას.

„სერიოზული კომენტარის გაკეთებაც კი რთულია, როდესაც რადიკალები იწყებენ საუბარს იმაზე, რომ მასიური გამოსვლები უნდა დაიწყონ და ა.შ. მერამდენე წრეზე აპირებენ ისინი წასვლას, ან მერამდენედ ვისმენთ მათი მხრიდან ასეთ პოზიციებს, დამოკიდებულებას. შეიძლება არც ღირდეს ამ თემაზე სერიოზულად ჩაღრმავება, მაგრამ ერთი რამ შემიძლია ვთქვა, ბოლო მცდელობა შეკრებების თუ როგორ დაასრულეს, ე.წ. მშვიდობიან დამხობაზე როდესაც საუბრობენ, ეს კარგად ვნახეთ. თუ როგორი მხარდაჭერილი იყო ეს საზოგადოების მხრიდან, მაგრამ სახეს წარმოაჩენენ ისინი. ასეთი განცხადებებით მათი პოლიტიკური სახე წარმოჩინდება. კერძოდ, ის რომ მათ ძალიან კარგად აქვთ გააზრებული, დემოკრატიული პროცესებით ისინი ვერასდროს შეძლებენ ხელისუფლებაში მოსვლას. კანონმდებლობით რაც არის გათვალისწინებული, მათ ვერასდროს ექნებათ ისეთი შედეგი, რომ ხელისუფლებაში მობრუნდნენ“, - აღნიშნა მან.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლაშა ტალახაძე: მიხარია, რომ აჭარაში ჩვენი გუნდის ჩასვლამ ასეთი ინტერესი გამოიწვია, ახალგაზრდებთან დისკუსია საუკეთესო გზაა, მარტივად ვიპოვოთ გამოსავალი პრობლემური საკითხებიდან
დავით ქართველიშვილი: საქართველო აღარ დგას არჩევანის წინაშე, თუ „სად შევიდეს“ —ჩვენი მყარი მისწრაფებაა, როგორ არ ვიქცეთ ნებისმიერი „სხვის“ ვასალურ დანამატად
გიორგი კახიანი: ამ დღეებმა დაგვანახა ფარისევლობა ბევრი პოლიტიკოსის სახით. ერთი მხრივ, ვითომ პატრიარქის პატივისცემას გამოხატავენ და მეორე მხრივ, პატრიარქის მოსაყდრეს ლანძღავენ
The Guardian - საბერძნეთის სანაპიროსთან 22 მიგრანტი დაიღუპა
ირანის ელჩი - ისპაჰანის უბნებზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად მოწამეობრივად დაიღუპა ჩვენი რამდენიმე ძვირფასი თანამემამულე, მათ შორის რამდენიმე წარმოშობით ქართველი ირანელი
არქივი