გიორგი კახიანი: ამ დღეებმა დაგვანახა ფარისევლობა ბევრი პოლიტიკოსის სახით. ერთი მხრივ, ვითომ პატრიარქის პატივისცემას გამოხატავენ და მეორე მხრივ, პატრიარქის მოსაყდრეს ლანძღავენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
8 28 მარტი 2026, 18:02

ამ დღეებმა დაგვანახა ფარისევლობა ბევრი პოლიტიკოსის სახით. ერთი მხრივ ისინი, ვითომ პატრიარქის პატივისცემას გამოხატავენ და მეორე მხრივ ლანძღავენ პატრიარქის მოსაყდრეს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა გადაცემაში „დღის ქრონიკა".

კახიანმა ეკლესიის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რადიკალები ახალი პატრიარქის არჩევის თემით მანიპულირებას ცდილობენ.

„პატრიარქი ახალი დაკრძალული იყო და ასეთ დღეებშიც კი ცდილობდნენ ასეთი თემებით მანიპულირებას, აი, ასეთ ძალასთან გვაქვს საქმე. ახალი პატრიარქის არჩევის თემით ცდილობენ მანიპულირებას, პოლიტიკურ პროცესებში ამ ყველაფრის გადაყვანას და ეს მიზნად ისახავს ეკლესიაში და საზოგადოებაში განხეთქილების შემოტანას. გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდება ახალი პატრიარქის არჩევას, ეს წმინდა სიონის მიერ მისაღები გადაწყვეტილებაა“, - აღნიშნა კახიანმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლაშა ტალახაძე: მიხარია, რომ აჭარაში ჩვენი გუნდის ჩასვლამ ასეთი ინტერესი გამოიწვია, ახალგაზრდებთან დისკუსია საუკეთესო გზაა, მარტივად ვიპოვოთ გამოსავალი პრობლემური საკითხებიდან
დავით ქართველიშვილი: საქართველო აღარ დგას არჩევანის წინაშე, თუ „სად შევიდეს“ —ჩვენი მყარი მისწრაფებაა, როგორ არ ვიქცეთ ნებისმიერი „სხვის“ ვასალურ დანამატად
გიორგი კახიანი: სერიოზული კომენტარის გაკეთებაც კი რთულია, როდესაც რადიკალები იწყებენ საუბარს იმაზე, რომ მასიური გამოსვლები უნდა დაიწყონ და ა.შ.
The Guardian - საბერძნეთის სანაპიროსთან 22 მიგრანტი დაიღუპა
ირანის ელჩი - ისპაჰანის უბნებზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად მოწამეობრივად დაიღუპა ჩვენი რამდენიმე ძვირფასი თანამემამულე, მათ შორის რამდენიმე წარმოშობით ქართველი ირანელი
არქივი