დეკანოზი დავითი - სინოდის კრება, სავარაუდოდ, ილია მეორის გარდაცვალებიდან 40 დღის შემდეგ ჩაინიშნება, ხოლო პატრიარქის გამორჩევა უკვე გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე მოხდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
12 28 მარტი 2026, 19:18

საპატრიარქო კანდიდატების გამორჩევა მოხდება წმინდა სინოდის სხდომაზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გამორჩევა კი მოხდება გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელმა, დეკანოზმა დავით ტატანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ამ პროცედურებში, ყველა წესის დაცვით, მონაწილეობას მიიღებენ წმინდა სინოდის წევრები.

„ამ განსაკუთრებულად მგრძნობიარე პერიოდში საზოგადოებას, და უფრო მეტად მორწმუნე მრევლს, დედაეკლესია მოგვიწოდებს მეტი ერთსულოვნებისკენ, მეტი ურთიერთპატივისცემისკენ. ქართველ ხალხს ეს რომ შეუძლია დადასტურდა უწმინდესის დაკრძალვისას, ქართველმა ხალხმა განსაკუთრებული ერთსულოვნება და განწყობა გამოხატა. დიდი მარხვის პერიოდია და ყველა მორწმუნესთვის ეს არის განსაკუთრებული მოკრძალების და ლოცვითი განწყობის პერიოდი. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ეკლესია მოუწოდებს მორწმუნეებს, აქცენტები სწორად გააკეთონ და განსაკუთრებული სიმშვიდე გამოიჩინონ“, – განაცხადა დეკანოზმა.

მისი თქმით, პატრიარქის გამორჩევასთან დაკავშირებით წმინდა სინოდის კრება, სავარაუდოდ, ილია მეორის გარდაცვალებიდან 40 დღის შემდეგ ჩაინიშნება.

„კენჭისყრით სამი კანდიდატი გამოირჩევა. კრიტერიუმებია: არსებობს ასაკობრივი ზღვარი, ასევე გამორჩეულ კანდიდატს უნდა ჰქონდეს უმაღლესი სასულიერო განათლება. ამ სამი კანდიდატიდან უკვე გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე მოხდება სინოდის წევრების მიერ უშუალოდ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევა“, – განაცხადა დეკანოზმა დავითმა.

კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ანდერძთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ დეკანოზმა დავითმა თქვა, რომ ცხრა წლის წინ უწმინდესმა და უნეტარესმა მოსაყდრედ მეუფე შიო გამოირჩია.

„ეს ბრძანება უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ თავისი ხელით ფურცელზე დაწერა და წმინდა გიორგის დღესასწაულზე ამბიონიდან თავად წაიკითხა. მან  ასეთი სიტყვები დასძინა: „წმინდა გიორგიმ ინება, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ჰყოლოდა მოსაყდრე“. ამის მიზეზი, როგორც თავად უწმინდესმა და უნეტარესმა ბრძანა, იყო ის, რომ ანდერძთან დაკავშირებით ზედმეტი შეკითხვები და გაუგებრობა არ გაჩენილიყო“, – აღნიშნა დეკანოზმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არჩილ გორდულაძე: კანონი კრძალავს ამას, როდესაც ქალად ჩაცმული მამაკაცი, Drag queen შედის საბავშვო ბაღში. კანონი კრძალავს ამას, როდესაც ბავშვებთან ერთად ზეიმობს მის განსხვავებულობას
ლევან აბაშიძე: საერთო ჯამში ოჯახური ღირებულებებისა არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონი იმდენად ხისტია, რომ ფაქტობრივად არღვევს ადამიანის უფლებებს
არჩილ გორდულაძე: სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელს სახეში რომ არტყამს კონკრეტული ქალბატონი, ეს თუ გმირობაა, მაშინ რატომ არ არის გმირი ის ქალბატონი, რომელიც მაკრონს სახეში ურტყამს
რატი იონათამიშვილი: ნებისმიერი პასუხისმგებლიანი ხელისუფლება ვალდებულია, რომ დაიცვას და გააძლიეროს ოჯახი, ვინაიდან სახელმწიფო იწყება ოჯახისგან
ლაშა ტალახაძე: მიხარია, რომ აჭარაში ჩვენი გუნდის ჩასვლამ ასეთი ინტერესი გამოიწვია, ახალგაზრდებთან დისკუსია საუკეთესო გზაა, მარტივად ვიპოვოთ გამოსავალი პრობლემური საკითხებიდან
არქივი