„კანონი კრძალავს ამას, როდესაც ქალად ჩაცმული მამაკაცი, Drag queen შედის საბავშვო ბაღში. კანონი კრძალავს ამას, როდესაც ბავშვებთან ერთად ზეიმობს მის განსხვავებულობას“, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონზე საუბრისას, ოპონენტების პასუხად.
გორდულაძის თქმით, კანონი კრძალავს თვალში საცემ ძალიან მარტივ საკითხებს, რომელიც არ არის გუშინდელი დღე, გუშინწინდელი დღე ან ჰიპოთეზურად, რაიმე სახის მომავალი.
„ჩვენ რა მოცემულობა გვაქვს ახლა და რას ამბობს ზოგადად კანონი - ის კრძალავს თვალშისაცემ ძალიან მარტივ საკითხებს, რომლებიც არ არის გუშინდელი დღე, გუშინწინდელი დღე ან ჰიპოთეზურად, რაიმე სახის მომავალი.
კანონი კრძალავს აი, ამას როდესაც ქალად ჩაცმული მამაკაცი, Drag queen შედის საბავშვო ბაღში. კანონი კრძალავს აი, ამას როდესაც ბავშვებთან ერთად ზეიმობს მის განსხვავებულობას. არათუ ის, რომ განსხვავებული აზრი მისაღები უნდა იყოს, არამედ ის, რომ უნდა ვიზეიმოთ და თურმე ბავშვებმა უნდა იზეიმონ ის, რომ მასთან არის ეპატაჟურად ჩაცმული, ვულგარულად გამოწყობილი მამაკაცი, ქალად გადაცმული და რას აკეთებს? დააკვირდით ამ სურათს, ძალიან გთხოვთ. აქ არის ზუსტად ის სახელმძღვანელო, რომელზეც მე გადაცემის დასაწყისში ვსაუბრობდი, რომ მაგალითად, გერმანიაში სხვადასხვა ასაკად დაყოფილია ის სახელმძღვანელოები, რომლებიც შედის ბაღებში, შედის სკოლებში. რომლებიც შეაქვთ Drag queen-ნებს და მიმდინარეობს პოპულარიზაცია, პროპაგანდა.
ამ პროპაგანდის შედეგები რა არის და რაში გადაითარგმნება საბოლოოდ? გადაითარგმნება, მაგალითად 2024 წლის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალში, სადაც პირდაპირ რელიგიური შეურაცხყოფებია“, - აღნიშნა მან.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |