გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
54 28 მარტი 2026, 22:20

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (თოვა, ქარბუქი) გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 (გუდაური(ფოსტა)–კობი) მონაკვეთზე დროებით აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია შეუერთდა გლობალურ გარემოსდაცვით აქციას – „დედამიწის საათი“
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია გარემოსდაცვით გლობალურ კამპანიას, „დედამიწის საათი“ შეუერთდა
შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოველწლიურ გლობალურ გარემოსდაცვით აქციას – „დედამიწის საათი“ შეუერთდა
არჩილ გორდულაძე: კანონი კრძალავს ამას, როდესაც ქალად ჩაცმული მამაკაცი, Drag queen შედის საბავშვო ბაღში. კანონი კრძალავს ამას, როდესაც ბავშვებთან ერთად ზეიმობს მის განსხვავებულობას
ლევან აბაშიძე: საერთო ჯამში ოჯახური ღირებულებებისა არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონი იმდენად ხისტია, რომ ფაქტობრივად არღვევს ადამიანის უფლებებს
არქივი