რომის პაპი - იესო ქრისტე არ უსმენს მათ ლოცვებს, ვინც ომებს აწარმოებენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
63 29 მარტი 2026, 17:03

იესო ქრისტე არ უსმენს მათ ლოცვებს, ვინც ომებს აწარმოებენ, არამედ უარყოფს მათ, – ამის შესახებ რომის პაპმა, ლეო XIV-მ განაცხადა.

კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელის თქმით, იესო ქრისტე უარყოფს ომს და ამბობს: „ბევრი ლოცვის შემთხვევაშიც კი მე არ მოგისმენთ თქვენ, თქვენი ხელები სისხლით არის დაფარული“.

რომის პაპმა წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ ადამიანებს მიმართა: „ძმებო და დებო, ეს არის ჩვენი ღმერთი: იესო, მშვიდობის მეფე, რომელიც უარყოფს ომს, რომელსაც ვერავინ გამოიყენებს ომის გასამართლებლად“.

„როიტერის“ თანახმად, რომის პაპს, ლეო XIV-ს კონკრეტულად მსოფლიოს არცერთი ლიდერი არ დაუსახელებია, თუმცა ბოლო კვირების განმავლობაში მან ირანის ომის მიმართ კრიტიკა გააძლიერა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე: პატრიარქმა თავი შესწირა სრულიად საქართველოს, მისი მთელი მოღვაწეობა უკავშირდება საქართველოს სულიერ აღორძინებას და გამთლიანებას
ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელი გააფართოებს სამხრეთ ლიბანში შეჭრას
რობერტ ფიცო - ევროკომისია სლოვაკეთის ინტერესებზე მაღლა უკრაინის ინტერესებს თუ დააყენებს, დაივიწყოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტის მხარდაჭერა
ლიეტუვისა და საქართველოს ნაკრებების ამხანაგური მატჩი ანგარიშით 0 : 2 დასრულდა
აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი ახალი პატრიარქის არჩევაზე: ყველას გვმართებს დღეს ლოცვა, რომ გამორჩეული კანდიდატი იყოს ღირსეული და თუ იგი დამტკიცება, მას ჰქონდეს ღვთით ძალა, რომ ეს პასუხისმგებლობა ატაროს
არქივი