აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი ახალი პატრიარქის არჩევაზე: ყველას გვმართებს დღეს ლოცვა, რომ გამორჩეული კანდიდატი იყოს ღირსეული და თუ იგი დამტკიცება, მას ჰქონდეს ღვთით ძალა, რომ ეს პასუხისმგებლობა ატაროს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
77 29 მარტი 2026, 18:21

ღმერთი როგორც აკურთხებს, ისე იქნება - ვინ იქნება ღირსი პატრიარქობის გვირგვინის. უნდა იცოდეთ, რომ ეს არის მძიმე ჯვარი და პასუხისმგებლობა,- აღნიშნა აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა საკვირაო ქადაგებისას.

მისივე თქმით, დღეს ყველას მართებს ლოცვა, რომ გამორჩეული კანდიდატი იყოს ღირსეული და მას ჰქონდეს ღვთის ძალა, რომ ეს პასუხისმგებლობა ატაროს.

„49 წელი იღვაწა და იშრომა ღვთის სადიდებლად და ერისთვის თავდაუზოგავი შრომით, მარხვითა და ლოცვით. ახალი პატრიარქის არჩევაზე დიდი მითქმა-მოთქმაა და მინდა, გაგაფრთხილოთ და გითხრათ, ნუ მიაქცევთ ყურადღებას. ტელევიზიებში ათას რამეს მოჰყვებიან, ათას გეგმას დასახავენ, ბევრ კანდიდატს დაასახელებენ. მიჰყვებიან ყველა, თითქოს, მნიშვნელოვან ამბავს. იცოდეთ, რომ ეს ყველაფერი არის თქვენი სულიერი დაბნეულობისა და სიბრმავის შესაქმნელად.

თქვენ უნდა იცოდეთ, სახარებიდან მოგახსენებთ, უფალი გვაფრთხილებს, მოვაო დროო, როდესაც იტყვიან - აი, აქ არის ქრისტე, იქ არის ქრისტე. ნუ დაუჯერებთ ნურავის, ღმერთი როგორც აკურთხებს, ისე იქნება - ვინ იქნება ღირსი პატრიარქობის გვირგვინის. უნდა იცოდეთ, რომ ეს არის მძიმე ჯვარი და პასუხისმგებლობა. ყველას გვმართებს დღეს ლოცვა, რომ გამორჩეული კანდიდატი იყოს ღირსეული და თუ იგი დამტკიცება, მას ჰქონდეს ღვთით ძალა, რომ ეს პასუხისმგებლობა ატაროს. არავინ იფიქროს, რომ პატრიარქობა პატივია მხოლოდ. მისთვის პასუხისმგებლობა დიდი იქნება, რადგანაც სახარებაში ნათქვამია, ბევრის მქონეს დიდი პასუხისმგებლობა აქვს, ვისაც ბევრი მიეცა, მას ბევრივე მოეკითხება. ამიტომ, ნუ აჰყვებით ამ ზღაპრებს“,- აღნიშნა აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე: პატრიარქმა თავი შესწირა სრულიად საქართველოს, მისი მთელი მოღვაწეობა უკავშირდება საქართველოს სულიერ აღორძინებას და გამთლიანებას
ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელი გააფართოებს სამხრეთ ლიბანში შეჭრას
რობერტ ფიცო - ევროკომისია სლოვაკეთის ინტერესებზე მაღლა უკრაინის ინტერესებს თუ დააყენებს, დაივიწყოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტის მხარდაჭერა
ლიეტუვისა და საქართველოს ნაკრებების ამხანაგური მატჩი ანგარიშით 0 : 2 დასრულდა
მეუფე საბა: ერთი მნიშვნელოვანი რამ არ იციან ადამიანებმა, რომ ყველაფერი ზეცაში წყდება. არ იციან, რომ პატრიარქობა არ არის გარკვეული ადმინისტრაციის ადმინისტრატორობა, ან თანამდებობა. პატრიარქობა არის ტვირთი, ჯვარი, ცხოვრების წესი
არქივი