51
29 მარტი 2026, 20:55
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი გააფართოებს სამხრეთ ლიბანში შეჭრას.
ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელი გააფართოვებს ლიბანში „არსებულ უსაფრთხოების ზოლს“.
„ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, ფუნდამენტურად შევცვალოთ ვითარება ჩრდილოეთში. „ჰეზბოლას“ კვლავ აქვს დარჩენილი შესაძლებლობა, ჩვენი მიმართულებით რაკეტები გაუშვას,” – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ცნობისთვის, ლიბანური მხარე აცხადებს, რომ ომის დაწყებიდან მოყოლებული საბრძოლო მოქმედებებს 1 100-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემხვერპლა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |