46
30 მარტი 2026, 23:02
ქნესეთმა მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც, ისრაელელის მკვლელობაში ბრალდებულ პალესტინელებს სიკვდილით დასჯიან. ამის შესახებ times of Israel-ი წერს.
კანონს, რომელიც თითქმის 12-საათიანი დებატების შემდეგ იქნა მიღებული, მხარი 62-მა წევრმა დაუჭირა, ხოლო 48 წინააღმდეგი იყო.
მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, სიკვდილით დასჯა სავალდებულო იქნება დასავლეთ სანაპიროზე მცხოვრები პალესტინელებისთვის, რომლებიც „ტერორისტულ აქტებში“ დამნაშავედ იქნებიან ცნობილი, ხოლო სავალდებულო სასჯელი ჩამოხრჩობა იქნება.
„ეს სამართლიანი დღეა მსხვერპლთათვის და შეკავების დღე ჩვენი მტრებისთვის. ახლა ნათელი გადაწყვეტილებაა: ვინც ტერორიზმს ირჩევს, სიკვდილს ირჩევს“, – განაცხადა ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრმა, ბენ გვირმა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |