74
30 მარტი 2026, 23:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ უპასუხა კრიტიკას, თითქოს ვაშინგტონი ნატოსთან თანამშრომლობაზე უარს ამბობს.
რუბიომ ალიანსში ამერიკის როლს გადამწყვეტი უწოდა და აღნიშნა, რომ ევროპის უსაფრთხოება დიდწილად სწორედ აშშ-ის მხარდაჭერაზეა დამოკიდებული.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რას ფიქრობს იმ ევროპელების მოსაზრებაზე, რომლებიც აშშ-ს პარტნიორობის სურვილის ნაკლებობაში ადანაშაულებენ, რუბიომ პირდაპირი პასუხი გასცა:
ვინც ამას გეუბნებათ, არაკეთილსინდისიერია და თამაშებს თამაშობს. ჩვენ ათასობით ჯარისკაცი და მილიარდობით დოლარი გავგზავნეთ ევროპის დასაცავად. ჩვენ გარეშე ნატო არ არსებობს და ეს ყველამ იცის.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |