მეტი არაა ჩემი მტერი, ამათ აწი რამე ეშველოთ - ლაშა ნაცვლიშვილი ოპოზიციაზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
624 30 ივნისი 2020, 11:38

სამწუხაროდ, უკანასკნელ წლებში, “ნაციონალური მოძრაობა” და მის ორბიტაზე არსებული საზოგადოებრივი აქტორები და მედიასაშუალებები, ევოლუციის ნაცვლად, უწყვეტ და შემაშფოთებელ დეგრადაციას განიცდიან,- ამის შესახებ ლაშა ნაცვლიშვილი, ქართული ოცნების კონსულტანტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით,  პროგრესულობასა და მედასავლეთეობაზე უქსკლუზიური უფლების განაცხადით მოქმედი ოპოზიციის “ნათელაშვილიზაცია”, არათუ ქართული საზოგადოების, არამედ უკვე ჩვენი საერთაშორიაო პარტნიორების თვალსაწიერშიც მოხვდა.

ამის ნათელ მაგალითად ლაშა ნაცვლიშვილს,  გერმანიის ელჩის მიმართ უზენო თავდასხმის დაგმობის თაობაზე,  ევროკავშირის სპეციალური განცხადება მოჰყავს და ამბობს, რომ განცხადებამ პოლიტიკური კლოუნი შალვა ნათელაშვილი და ერთ დროს “სვეცკი” თამარ ჩერგოლეიშვილი ერთ სიბრტყეზე დააყენა და თანაბრად გაკიცხა.

 ,,სულ რაღაც 4-5 წლის წინ, შალვა ნათელაშვილი, ანტიდასავლურობის პარალელურად, უგემოვნობის, პოლიტიკური კიჩის, სამარცხვინო უპრინციპობის და შეუნიღბავი მერკატილიზმის ეტალონად ითვლებოდა ქართულ პოლიტიკურ ისტებლიშმენტში. ის იყო სიმბოლო, როგორი არ უნდა ყოფილიყო ქართველი პოლიტიკოსი და ჩვენ კარგად გვახსოვს ის დრო, როდესაც რომელიმე პოლიტიკური აქტორი ან კომენტატორი ოპონენტის დაკნინებას ცდილობდა, იგი მას შალვა ნათელაშვილს ადარებდა - შალვა ნათელაშვილს დაემსგავსაო, ამბობდა. დღეს კი, “ნაციონალური მოძრაობა” შალავ ნათელაშვილს ქართული ოპოზიციის პატრიარქად მოიხსენიებს და ეს მართლაც მწარე სიმართლე გამოდგა, რადგან პროგრესულობასა და მედასავლეთეობაზე უქსკლუზიური უფლების განაცხადით მოქმედი ოპოზიციის “ნათელაშვილიზაცია”, არათუ ქართული საზოგადოების, არამედ უკვე ჩვენი საერთაშორიაო პარტნიორების თვალსაწიერშიც მოხვდა, რისი ნათელი მაგალითი ევროკავშირის სპეციალური განცხადება გახლავთ გერმანიის ელჩის მიმართ უზენო თავდასხმის დაგმობის თაობაზე. ამ განცხადებამ მდაბიო პოლიტიკური კლოუნი შალვა ნათელაშვილი და ერთ დროს “სვეცკი” თამარ ჩერგოლეიშვილი ერთ სიბრტყეზე დააყენა და თანაბრად გაკიცხა. ვერ გეტყვით, რამდენად გამოაფხიზლებს საკუთარ კაკანათში გაბმულ და “გამონათელაშვილებულ” ოპოზიციას ევროკავშირის მიერ საჯაროდ გაწნული სილა, მაგრამ მოძღვრება გვასწავლის, რომ ხსნა სასიკვდილო სარეცელზეც შესაძლებელია. ამიტომ, ფრთხილი ოპტიმიზმით დაგაკვირდებით. პ.ს. მეტი არაა ჩემი მტერი, ამათ აწი რამე ეშველოთ”,- წერს ლაშა ნაცვლიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
რევოლუცია არ მოხდება, კარგად გვამეცადინეს, შემოტევებს გავუძელით, არ დარჩა სახელმწიფო, რომელიც ჩვენ წინააღმდეგ არ იბრძოდა, მაგრამ მაგრად დავდექით, რადგან მართლები ვართ
პაატა ბურჭულაძე 4 ოქტომბერს რევოლუციას აანონსებს და იქვე ამბობს, 3 ოქტომბერს "ოცნება" წავაო - კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ რას ამბობენ და რას აკეთებენ, თვითონაც არ იციან
სერბეთის პრეზიდენტი: სერბეთი ევროპული კურსიდან გადახვევას არ აპირებს
ოპოზიციის აქციაზე: გლობალური ომის პარტია ამზადებს თავის აგენტურას არა არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების მეორე დღისთვის
საქსტატი: წინასწარი მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 914 000 შეადგინა, საიდანაც 2 078 000 ქალია, ხოლო 1 836 000 - კაცი
არქივი