ლევან მახაშვილი - მარკო რუბიოს ზარს ბევრი ფაქტორიდან გამომდინარე მივესალმებით. ამერიკა უფრო დროულ ნაბიჯებს გადმოდგამს ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
53 31 მარტი 2026, 19:02

მარკო რუბიოს ზარს ბევრი ფაქტორიდან გამომდინარე მივესალმებით. პირველ ყოვლისა, იმის გათვალისწინებით, რომ ბევრი საკითხი, რომელიც საქართველოსა და ამერიკას აღელვებთ, განხილული იყო, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, ამერიკული მხარის მხრიდან ბევრი საინტერესო რამ მოვისმინეთ.

„პოლიტიკურ დონეზე ეს მნიშვნელოვანი და კარგი სიგნალია, რომ ჩვენი ურთიერთობების გადატვირთვა სწორ გზაზე დგას და იმედი გვაქვს, უახლოეს მომავალში შევძლებთ კიდევ უფრო ხელშესახები შედეგების მიღწევას პოლიტიკური თუ სექტორული თანამშრომლობის თვალსაზრისით. დიდი ხანია, ყინული დაძრულია, მაგრამ ამჯერად, ამ ზარით საზოგადოებამ დაინახა, ეს ნაბიჯები უკვე პოლიტიკურ დონეზეც გადაითარგმნება, თუმცა იმ ტემპით კმაყოფილი არ ვართ, რითაც ურთიერთობების გადატვირთვა მიმდინარეობს. ეს ზარი იმის იმედს გვაძლევს, რომ ამერიკა უფრო შემხვედრ და დროულ ნაბიჯებს გადმოდგამს ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის. რადიკალების სურვილს ვხედავთ, რომ ორმხრივი ურთიერთობები მაქსიმალურად დააზიანონ. ასე ხდებოდა წინა ადმინისტრაციის პირობებშიც და ახლაც. რა ფორმითაც შეუძლიათ, ამ ურთიერთობების დაზიანებას ცდილობენ, თუნდაც, ამ ზარის მნიშვნელობის დაკნინებით. მოსახლეობა ხედავს, რომ ამ ურთიერთობების გადატვირთვისთვის სწორ გზას ვადგავართ და ურთიერთობების გადატვირთვას ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით შევძლებთ“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს შორის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა. დეპარტამენტის ცნობით, „სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ესაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს. მათ განიხილეს ორმხრივი ინტერესის სფეროები, მათ შორის კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოება“.

ამასთან, ირაკლი კობახიძემ მარკო რუბიოსთან საუბრის შესახებ აღნიშნა: „მარკო რუბიოსთან პროდუქტიული საუბარი მქონდა, განვიხილეთ პარტნიორობის გადატვირთვისა და სამხრეთ კავკასიაში საქართველოს როლის გაძლიერების მნიშვნელობა“.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ფრაქცია „ქართული ოცნება“ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ცოტნე ანანიძეს წარადგენს
მაჭარაშვილი ბაჩო ახალაიაზე: ეს ადამიანი არის იმ ე.წ. პოლიტიკური გუნდის წარმომადგენელი, რომლის სამართლებრივი სტატუსიც, იმედი მაქვს, გაუქმდება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ - ჯერ ხალხს ამხობდა, ახლა ხალხს ამხობინებს ხელისუფლებას
უკრაინული გამოცემა The Kyiv Independent: ბრიუსელი კიევს რეფორმების დაჩქარებისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ქვეყანა მილიარდობით ევროს დაკარგვის რისკის წინაშე დადგება
რადიკალური ოპოზიცია სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ ყალბ საპროტესტო ტალღას რომ არ ქმნიდეს, საქართველოს ბევრად უკეთესი პოზიციონირება ექნებოდა.
ტრამპი: ირანი მიწასთან გავასწორე, მათ ძალა აღარ დარჩათ და იმ ქვეყნებმა, რომლებიც ჰორმუზის სრუტით სარგებლობენ, კეთილი ინებონ და თავად გახსნან
არქივი