Global Terrorism Index 2026: საქართველოში ტერორიზმის საფრთხე ნულოვან ნიშნულზეა, რაც მას რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად აქცევს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
63 31 მარტი 2026, 20:12

საქართველო რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა ტერორიზმის კუთხით.

ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის (Institute for Economics and Peace-IEP) მიერ გამოქვეყნებულ Global Terrorism Index 2026-ში წერია, რომ საქართველო ტერორისტული საფრთხის მეტად დაბალი დონის ქვეყნების სიაშია. ქვეყანა გლობალური ტერორიზმის ინდექსის (Global Terrorism Index-GTI) 2026 წლის უახლეს რეიტინგში 1-დან 100-მდე მზარდი შკალით 77-ე ადგილზეა.

Global Terrorism Index ეფუძნება გამოთვლებს, რომლებიც ისეთ მაჩვენებლებზე არის დაფუძნებული, როგორიც არის ტერორისტული ინციდენტები, დაღუპულთა რიცხვი, მძიმე შედეგები, მძევლების აყვანა, ანტიტერორისტული ზომები, ტერორიზმის გამოძიების ეფექტურობა და მრავალი სხვა პარამეტრი.

საქართველომ, 2025 წელთან შედარებით, წლევანდელ რეიტინგში 0.506 ქულით პოზიცია ერთი ადგილით გაიუმჯობესა და 76-დან 77-ე ადგილზე გადავიდა. ტერორიზმის საფრთხის ყველაზე დაბალი დონით ქვეყანა ისეთი ქვეყნების ჯგუფშია, როგორიც არის იაპონია (75), ფინეთი (74), სლოვაკეთი (73) და დანია (70).

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ფრაქცია „ქართული ოცნება“ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ცოტნე ანანიძეს წარადგენს
მაჭარაშვილი ბაჩო ახალაიაზე: ეს ადამიანი არის იმ ე.წ. პოლიტიკური გუნდის წარმომადგენელი, რომლის სამართლებრივი სტატუსიც, იმედი მაქვს, გაუქმდება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ - ჯერ ხალხს ამხობდა, ახლა ხალხს ამხობინებს ხელისუფლებას
უკრაინული გამოცემა The Kyiv Independent: ბრიუსელი კიევს რეფორმების დაჩქარებისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ქვეყანა მილიარდობით ევროს დაკარგვის რისკის წინაშე დადგება
რადიკალური ოპოზიცია სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ ყალბ საპროტესტო ტალღას რომ არ ქმნიდეს, საქართველოს ბევრად უკეთესი პოზიციონირება ექნებოდა.
ტრამპი: ირანი მიწასთან გავასწორე, მათ ძალა აღარ დარჩათ და იმ ქვეყნებმა, რომლებიც ჰორმუზის სრუტით სარგებლობენ, კეთილი ინებონ და თავად გახსნან
არქივი