უკრაინული გამოცემა The Kyiv Independent: ბრიუსელი კიევს რეფორმების დაჩქარებისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ქვეყანა მილიარდობით ევროს დაკარგვის რისკის წინაშე დადგება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
52 31 მარტი 2026, 21:31

ბრიუსელი აძლიერებს ზეწოლას უკრაინაზე მნიშვნელოვანი რეფორმების გასატარებლად, რადგან კიევის მიერ პროცესის გაჭიანურება საფრთხის ქვეშ აყენებს ევროპული ფონდებიდან მისაღებ მილიარდობით ევროს, რომელიც ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, - წერს უკრაინული გამოცემა The Kyiv Independent-ი.

უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარისადმი გაგზავნილ 30 მარტით დათარიღებულ წერილში, რომელიც The Kyiv Independent-მა მოიპოვა, გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა ჩამოთვალა 11 რეფორმა, რომელთა დასრულებაც უკრაინამ 2025 წლის განმავლობაში დათქმულ ვადებში ვერ შეძლო.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ რეფორმების მიღება ქვეყნისთვის 4 მილიარდი ევროს გამოყოფის შესაძლებლობას უზრუნველყოფს.

უკრაინას გაზაფხულის ბოლოსთვის ფინანსური რესურსი ამოეწურება, თუ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი არ მოხსნის თავის წინააღმდეგობას კიევისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფაზე.

მართალია, რეფორმების შეუსრულებლობის გამო შეჩერებული თანხები შედარებით მცირეა, თუმცა ისინი მაინც მნიშვნელოვანი დახმარება იქნებოდა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ფრაქცია „ქართული ოცნება“ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ცოტნე ანანიძეს წარადგენს
მაჭარაშვილი ბაჩო ახალაიაზე: ეს ადამიანი არის იმ ე.წ. პოლიტიკური გუნდის წარმომადგენელი, რომლის სამართლებრივი სტატუსიც, იმედი მაქვს, გაუქმდება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ - ჯერ ხალხს ამხობდა, ახლა ხალხს ამხობინებს ხელისუფლებას
რადიკალური ოპოზიცია სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ ყალბ საპროტესტო ტალღას რომ არ ქმნიდეს, საქართველოს ბევრად უკეთესი პოზიციონირება ექნებოდა.
ტრამპი: ირანი მიწასთან გავასწორე, მათ ძალა აღარ დარჩათ და იმ ქვეყნებმა, რომლებიც ჰორმუზის სრუტით სარგებლობენ, კეთილი ინებონ და თავად გახსნან
Global Terrorism Index 2026: საქართველოში ტერორიზმის საფრთხე ნულოვან ნიშნულზეა, რაც მას რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად აქცევს
არქივი