მაჭარაშვილი ბაჩო ახალაიაზე: ეს ადამიანი არის იმ ე.წ. პოლიტიკური გუნდის წარმომადგენელი, რომლის სამართლებრივი სტატუსიც, იმედი მაქვს, გაუქმდება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ - ჯერ ხალხს ამხობდა, ახლა ხალხს ამხობინებს ხელისუფლებას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
54 31 მარტი 2026, 21:39

ეს ადამიანი არის იმ ე.წ. პოლიტიკური გუნდის წარმომადგენელი, რომლის სამართლებრივი სტატუსიც, იმედი მაქვს, რომ გაუქმდება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ბაჩო ახალაიას შესახებ.

მან სისხლის სამართლის კოდექსის ის მუხლიც მიუთითა, რომლის მიხედვითაც ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება და მცდელობა დასჯადია.

„სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლი წაიკითხონ [რადიკალებმა], სადაც პირდაპირ წერია, რომ ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება ან ამის მცდელობა, კონსტიტუციური წყობილების დამხობისკენ მოწოდება ან ამის მცდელობა არის დასჯადი — ეს რაც შეეხება სამართლებრივ მხარეს. არანაკლებ მნიშვნელოვანია პოლიტიკური მხარე, როდესაც ეს ადამიანი არის იმ ე.წ. პოლიტიკური გუნდის წარმომადგენელი, რომლის სამართლებრივი სტატუსიც, იმედი მაქვს, რომ გაუქმდება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, რადგან ჯერ ხალხს ამხობდა, როცა ხელისუფლებაში იყო, და ახლა ხალხს ამხობინებს ხელისუფლებას, როცა აღარ არის ხელისუფლებაში", - განაცხადა მაჭარაშვილმა.

საქალაქო სასამართლოში ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესი გაიმართა, მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ფრაქცია „ქართული ოცნება“ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ცოტნე ანანიძეს წარადგენს
უკრაინული გამოცემა The Kyiv Independent: ბრიუსელი კიევს რეფორმების დაჩქარებისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ქვეყანა მილიარდობით ევროს დაკარგვის რისკის წინაშე დადგება
რადიკალური ოპოზიცია სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ ყალბ საპროტესტო ტალღას რომ არ ქმნიდეს, საქართველოს ბევრად უკეთესი პოზიციონირება ექნებოდა.
ტრამპი: ირანი მიწასთან გავასწორე, მათ ძალა აღარ დარჩათ და იმ ქვეყნებმა, რომლებიც ჰორმუზის სრუტით სარგებლობენ, კეთილი ინებონ და თავად გახსნან
Global Terrorism Index 2026: საქართველოში ტერორიზმის საფრთხე ნულოვან ნიშნულზეა, რაც მას რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად აქცევს
არქივი