CNN-ის ჟურნალისტი შელი კიტლსონი ბაღდადში გაიტაცეს.
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
62 01 აპრილი 2026, 00:01
CNN ჟურნალსტი შიიტურმა სამხედრო დაჯგუფებამ „ქატაიბ ჰეზბოლამ“ გაიტაცა, — განაცხადა ჟურნალისტის კოლეგამ, ალექს პლიტსასმა. მისი თქმით, კიტლსონის ადგილსამყოფელი უცნობია და ასევე უცნობია, რა მდგომარეობაში იმყოფება იგი.

ერაყის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ დამნაშავეებმა უცხოელი ჟურნალისტი გაიტაცეს. ემირატულმა გამოცემამ The National-მა და სხვა მედიასაშუალებებმა დაადასტურეს, რომ საქმე სწორედ კიტლსონს ეხება.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი ეჭვმიტანილი დაკავებულია, დანარჩენ გამტაცებლებს კი ეძებენ.

ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც, სავარაუდოდ, გატაცების მომენტია ასახული.


„ქატაიბ ჰეზბოლა“ არის შიიტური სამხედრო დაჯგუფება, რომელიც, როგორც მიიჩნევა, ირანის მხარდაჭერით მოქმედებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი