„ევრონიუსი“: ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები იმ ქვეყნების სიაზე შეთანხმდნენ, რომელთა მოქალაქეებსაც ევროკავშირში შესვლის უფლებას მისცემენ, სიაში საქართველოცაა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
325 30 ივნისი 2020, 17:45

ევროკავშირი საზღვრებს ხსნის და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები იმ ქვეყნების სიაზე შეთანხმდნენ, რომელთა მოქალაქეებსაც ევროკავშირში შესვლის უფლებას მისცემენ, - ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

"ევრონიუსის" ინფორმაციით,  15 ქვეყნისგან შემდგარმა სიამ საკმარისი ხმები დააგროვა. როგორც „ევრონიუსი“ წერს, აღნიშნულთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება 1 ივლისს გაკეთდება.

„ევრონიუსის“ ინფორმაციით, არსებობს ორი სია, ერთი იმ ქვეყნების, საიდანაც მოქალაქეები ევროკავშირში შესვლას შეძლებენ და რომელშიც მოხვდნენ: საქართველო, მონტენეგრო, სერბეთი, კანადა, ურუგვაი, ალჟირი, ტუნისი, მაროკო, რუანდა, ავსტრალია, ახალი ზელანდია, იაპონია, სამხრეთ კორეა, ტაილანდი და ჩინეთი (თუ ის ასევე გაუხსნის საზღვრებს ევროკავშირის მოქალაქეებს), მეორე სია კი იმ ქვეყნებისგან შედგება, საიდანაც ევროკავშირის ქვეყნებში შესვლა ნებადართული არ იქნება. „ევრონიუსის“ ინფორმაციით, ამ სიაში სხვა ქვეყნებთან ერთად აშშ, ბრაზილის და რუსეთი მოხვდნენ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პაატა ბურჭულაძე 4 ოქტომბერს რევოლუციას აანონსებს და იქვე ამბობს, 3 ოქტომბერს "ოცნება" წავაო - კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ რას ამბობენ და რას აკეთებენ, თვითონაც არ იციან
სერბეთის პრეზიდენტი: სერბეთი ევროპული კურსიდან გადახვევას არ აპირებს
ოპოზიციის აქციაზე: გლობალური ომის პარტია ამზადებს თავის აგენტურას არა არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების მეორე დღისთვის
საქსტატი: წინასწარი მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 914 000 შეადგინა, საიდანაც 2 078 000 ქალია, ხოლო 1 836 000 - კაცი
კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, რომ ჩვენ გვყავს რადიკალური ოპოზიცია, რომელიც ქვეყნის გარეთ დაწერილი სამოქმედო გეგმებით იმართება
არქივი