პოლიციამ ქვემო ქართლში მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
80 17 აპრილი 2026, 12:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის
გარდაბნისა და მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი
შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, რამაც მნიშვნელოვანი
ზიანი გამოიწვია, 4 პირი დააკავეს: 2007 წელს დაბადებული ი.ი., 2006 წელს
დაბადებული ლ.გ., 2007 წელს დაბადებული ე.ა. და 2006 წელს დაბადებული ა.მ.
დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, გარდაბნისა და მარნეულის
მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა დროს სწრაფი ჩარიცხვის აპარატები მოიპარეს,
საიდანაც 10 000 ლარამდე თანხას დაეუფლნენ.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად
დამნაშავე პირები ბრალდებულის სახით მომხდარიდან მალევე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით
მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
კახა კალაძე - აქამდე თუ შენიღბულად მოგვიწოდებდნენ ომში ჩართვაზე, ჰერჩინსკიმ პირდაპირ ისაუბრა დაპირისპირებაზე, დაემუქრა ქართველებს, სახელმწიფოს, უნდა მოხდეს მისი დაბარება და დაისვას კითხვები
ირაკლი კობახიძე - პირველი ივლისიდან ამოქმედდება ფერმერული მეურნეობების რეესტრი, რომ დავინახოთ თითოეული ფერმერის საჭიროება და გავხადოთ სახელმწიფო მხარდაჭერა უფრო მიზნობრივი
ირაკლი კობახიძე - „აგროთანადაფინანსების“ ახალი პროგრამით ჩვენ ვაერთიანებთ აგროწარმოების ყველა საკვანძო მიმართულებას, ჩვენი მთავარი მიზანია საშუალო ზომის ფერმერული მეურნეობების გაძლიერება
ირაკლი კობახიძე - სოფელი განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებად ვაქციეთ, დავიწყეთ მასშტაბური ინვესტიციები, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება გაორმაგდა და 8.5 მლრდ ლარს გადააჭარბა
აშშ-ის საელჩო - 1992 წლის 23 აპრილს, დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან ერთ თვეში, აშშ-მა თბილისში საელჩო გახსნა - სიამაყით ვაგრძელებთ ორმხრივად სასარგებლო პარტნიორობის გაძლიერებასა და განვითარებას საქართველოში
არქივი