საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ინტელექტუალური საკუთრების თემაზე საერთაშორისო კონფერენცია გახსნა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
59 20 აპრილი 2026, 12:31

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა საერთაშორისო კონფერენცია, სახელწოდებით: „კვლევებიდან შედეგებამდე – პატენტების როლი ტექნოლოგიების გადაცემაში“ გახსნა.

ლევან ჟორჟოლიანმა, სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს მთავრობასა და ევროპის საპატენტო ორგანიზაციას შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ევროპის საპატენტო უწყებასთან პარტნიორობა წარმოადგენს მნიშვნელოვან საფუძველს საქართველოში სისტემის შემდგომი განვითარებისა და ევროპულ სტანდარტებთან კიდევ უფრო დაახლოებისთვის.

„საქართველოს მთავრობასა და ევროპის საპატენტო ორგანიზაციას შორის გაფორმებულია ევროპული პატენტების ვალიდაციის შეთანხმება, რომელიც წარმოადგენს არა მხოლოდ სამართლებრივ მექანიზმს ევროპული პატენტების საქართველოში ვალიდაციისათვის, არამედ თანამშრომლობის მნიშვნელოვან პლატფორმას საქართველოსა და ევროპის საპატენტო უწყებას შორის. 2025 წელს საქართველომ გამოხატა ინტერესი ევროპის საპატენტო კონვენციასთან მიერთების თაობაზე. კონვენციასთან მიერთება ევროპის საპატენტო ორგანიზაციაში გაწევრიანებასაც ნიშნავს, რაც თავის მხრივ გულისხმობს საქართველოს ევროპის საპატენტო სივრცეში სრულ ინტეგრაციას,“- აღნიშნა ლევან ჟორჟოლიანმა.

მისივე თქმით, პატენტი, წარმოადგენს არა მხოლოდ სამართლებრივ მექანიზმს, არამედ ეკონომიკური პოლიტიკის მნიშვნელოვან ინსტრუმენტს, რომელიც ქმნის პროგნოზირებად და სანდო გარემოს ინოვატორებისთვის, ბიზნესისთვის და ინვესტორებისთვის.

„საქართველოსთვის პრიორიტეტულია ძლიერი და კონკურენტუნარიანი ინოვაციური ეკოსისტემის ჩამოყალიბება, რაც მოითხოვს როგორც სამართლებრივი ჩარჩოს სრულყოფას, ასევე ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებას. ამ კონტექსტში, მნიშვნელოვანია არამხოლოდ ძლიერი სამართლებრივი ჩარჩოს არსებობა, რომლის შექმნისთვის არაერთი ნაბიჯი გადაიდგა ბოლო წლებში, არამედ საპატენტო სისტემის ინტეგრირება ინოვაციის, ბიზნესის განვითარებისა და ინვესტიციების მხარდაჭერის პროცესში,“- აღნიშნა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა.

კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გივი მიქანაძე, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი, „საქპატენტის“ თავმჯდომარე სოსო გიორგაძე, ევროპის საპატენტო უწყების (EPO) პრეზიდენტო ანტონიო კამპინოსი და EPO-ის აკადემიის მთავარი დირექტორი ხავიერ სეუბა.

საერთაშორისო კონფერენციაში სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო ორგანიზაციების, აკადემიური წრეებისა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გურამ მაჭარაშვილი სამთავრობო ცვლილებებზე: სავარაუდოდ იქნება უფრო მაღალი ხარისხის კოორდინაცია სამართალდამცავ უწყებებს შორის
The Telegraph: ბულგარეთი ევროკავშირის პრო-კრემლისტურ კოშმარად ქცევის ზღვარზეა - ვიქტორ ორბანის უნგრეთიდან წასვლას სწრაფად მოჰყვა ბალკანეთში მოსკოვისადმი მეგობრულად განწყობილი კიდევ ერთი ლიდერის აღზევება
Tasnim: ირანმა უარი თქვა აშშ-სთან მოლაპარაკებებზე და არ გახსნის ჰორუზის სრუტეს
სახელმწიფო დეპარტამენტი: ტრამპის ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ არსებობს ორი სქესი - მამრობითი და მდედრობითი
POLITICO: ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ დაადგინა, რომ უნგრეთმა დაარღვია ევროკავშირის კანონმდებლობა, როდესაც ბავშვებისთვის LGBTQ+ კონტენტზე წვდომა აკრძალა
არქივი