გია აბაშიძე დიუშენის საწინააღმდეგო პრეპარატზე: ნაცნაძირლები დაავადებული შვილებისთვის თავგანწირულ მშობლებს, სამწუხაროდ, აჯერებენ, რომ არსებობს ეფექტური მედიკამენტი, რომელიც „არაჰუმანურ“ ხელისუფლებას არ შემოაქვს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
65 20 აპრილი 2026, 12:34

ამორალური ნაცსექტანტების მიერ უკიდურეს მდგომარეობაში მყოფი ადამიანების პრობლემების საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის მორგების მცდელობაა დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვებისა და მათი მშობლების პროტესტიც - წერს ანალიტიკოსი, გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

ანალიტიკოსის შეფასებით, საქართველოს პასუხისმგებლიანი მთავრობა ვერ გარისკავს და არ შეიძენს იმ მედიკამენტებს, რომლის არათუ ეფექტურობაა დადგენილი, არამედ ლეტალური შედეგებია დადასტურებული მრავალი საერთაშორისო კვლევით.

„ამორალური ნაცსექტანტების მიერ უკიდურეს მდგომარეობაში მყოფი ადამიანების პრობლემების საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის მორგების მცდელობაა დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვებისა და მათი მშობლების პროტესტიც.

ნაცნაძირლები დაავადებული შვილებისთვის თავგანწირულ მშობლებს, სამწუხაროდ, აჯერებენ, რომ არსებობს ეფექტური მედიკამენტი, რომელიც "არაჰუმანურ" ხელისუფლებას არ შემოაქვს; თუმცა, არცერთი კვლევა ადასტურებს, რომ მედიკამენტი კუნთოვან ატროფიას შველის და ის არალეტალურია.

უბოროტესი ავანტიურისტი რადიკალების მიერ წაქეზებულ მორიგ მზაკვრობას სახელმწიფო არ აჰყვება. ფარმამაფიის დირიჟორობით, თითქმის ყველა ქვეყანაში აგიჟებენ მშობლებს, რომ არსებობს მრავალმილიონიანი წამლები მათი შვილების გადასარჩენად და ის სახელმწიფომ უნდა შეიძინოს. ბინძურ დაკვეთას ყველაფერზე ხელმომწერი ნაცუსამშობლოები ასრულებენ.
საქართველოს პასუხისმგებლიანი მთავრობა ვერ გარისკავს და არ შეიძენს იმ მედიკამენტებს, რომლის არათუ ეფექტურობაა დადგენილი, არამედ ლეტალური შედეგებია დადასტურებული მრავალი საერთაშორისო კვლევით.

Duchenne muscular dystrophy არის მემკვიდრული (გენეტიკური) დაავადება, რომელიც იწვევს კუნთების პროგრესირებად დასუსტებას. იგი გამოწვეულია დისტროფინის ცილის არარსებობით, რის შედეგადაც კუნთის უჯრედები ნელნელა ზიანდება და იშლება. დაავადება ძირითადად ბიჭებში ვლინდება და იწყება

ბავშვობაში, თანდათან ამძიმებს მოძრაობას, სუნთქვასა და გულის მუშაობას.“ - წერს აბაშიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გურამ მაჭარაშვილი სამთავრობო ცვლილებებზე: სავარაუდოდ იქნება უფრო მაღალი ხარისხის კოორდინაცია სამართალდამცავ უწყებებს შორის
The Telegraph: ბულგარეთი ევროკავშირის პრო-კრემლისტურ კოშმარად ქცევის ზღვარზეა - ვიქტორ ორბანის უნგრეთიდან წასვლას სწრაფად მოჰყვა ბალკანეთში მოსკოვისადმი მეგობრულად განწყობილი კიდევ ერთი ლიდერის აღზევება
Tasnim: ირანმა უარი თქვა აშშ-სთან მოლაპარაკებებზე და არ გახსნის ჰორუზის სრუტეს
სახელმწიფო დეპარტამენტი: ტრამპის ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ არსებობს ორი სქესი - მამრობითი და მდედრობითი
POLITICO: ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ დაადგინა, რომ უნგრეთმა დაარღვია ევროკავშირის კანონმდებლობა, როდესაც ბავშვებისთვის LGBTQ+ კონტენტზე წვდომა აკრძალა
არქივი