შალვა პაპუაშვილი ოპოზიციის პროპაგანდისტის მხრიდან სპორტსმენების შეურაცხყოფაზე: დღეს ის, ვინც თავს ეძახის პროევროპულ ძალას, არის ძალა, რომელიც აფრქვევს ზიზღს. ეს შეძლო ბრიუსელმა საქართველოში, რომ საკუთარი თავი დააკავშირა ზიზღთან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
50 20 აპრილი 2026, 12:42

დღეს ის, ვინც თავს ეძახის პროევროპულ ძალას, არის ძალა, რომელიც აფრქვევს ზიზღს. ეს შეძლო ბრიუსელმა საქართველოში, რომ საკუთარი თავი დააკავშირა ზიზღთან, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციის პროპაგანდისტის დავით ნებიერიძის მხრიდან სპორტსმენების შეურაცხყოფაზე.

მისი თქმით, პროევროპულობა დღეს ასოცირდება ზიზღთან და ძალადობასთან.

„არის თუ არა ეს ზიზღის ენა? ბატონ ნებიერიძის ამ პოსტს რომ წაიკითხავთ, არის თუ არა ეს ზიზღის ენა?

დღეს ის, ვინც თავს ეძახის პროევროპულ ძალას, არის ძალა, რომელიც აფრქვევს ზიზღს. ეს არის ტოლობის ნიშანი პროევროპულობასა და ზიზღს, ძალადობას შორის. ეს შეძლო ბრიუსელმა საქართველოში, რომ საკუთარი თავი დააკავშირა ზიზღთან, ძალადობასთან, ანტი ქართულობასთან.

ასეთ განცხადებებს და ასეთ ადამიანებს პასუხს ხალხი აძლევს საბოლოო ჯამში ყველაზე კარგად“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ოპოზიციის პროპაგანდისტმა დავით ნებიერიძემ სპორტსმენები სხვადასხვა შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენია.

„თქვენი წარმატება მხოლოდ სპორტის ფარგლებში რჩება და საზოგადოებაში ლაჩრები და მედროვეები ხართ. პირში გაჩრილი ოქროს მედლებით და ფულით ჯიბე გამოვსებული კაცუნები ხართ“, - წერს დავით ნებიერიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გურამ მაჭარაშვილი სამთავრობო ცვლილებებზე: სავარაუდოდ იქნება უფრო მაღალი ხარისხის კოორდინაცია სამართალდამცავ უწყებებს შორის
The Telegraph: ბულგარეთი ევროკავშირის პრო-კრემლისტურ კოშმარად ქცევის ზღვარზეა - ვიქტორ ორბანის უნგრეთიდან წასვლას სწრაფად მოჰყვა ბალკანეთში მოსკოვისადმი მეგობრულად განწყობილი კიდევ ერთი ლიდერის აღზევება
Tasnim: ირანმა უარი თქვა აშშ-სთან მოლაპარაკებებზე და არ გახსნის ჰორუზის სრუტეს
სახელმწიფო დეპარტამენტი: ტრამპის ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ არსებობს ორი სქესი - მამრობითი და მდედრობითი
POLITICO: ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ დაადგინა, რომ უნგრეთმა დაარღვია ევროკავშირის კანონმდებლობა, როდესაც ბავშვებისთვის LGBTQ+ კონტენტზე წვდომა აკრძალა
არქივი