„სიენენი“ - პეტერ მადიარმა საკუთარი განცხადებით მიანიშნა, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუს დააპატიმრებენ, თუ ბუდაპეშტს ეწვევა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
67 21 აპრილი 2026, 09:05

უნგრეთის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა საკუთარი განცხადებით მიანიშნა, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გაცემული ორდერის საფუძველზე დააპატიმრებენ, თუ ბუდაპეშტს ეწვევა, – ამის შესახებ „სიენენი“ წერს.

„თუ ქვეყანა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრია და დაკავების ორდერის ქვეშ მყოფი პირი ჩვენს ტერიტორიაზე შემოდის, ეს პირი უნდა დააკავონ“, – განაცხადა მადიარმა.

მადიარმა ასევე აღნიშნა, რომ ნეთანიაჰუს აცნობა უნგრეთის სურვილი, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში დაბრუნდეს.

ცნობისთვის, მანამდე პეტერ მადიარმა ბენიამინ ნეთანიაჰუ ბუდაპეშტში, უნგრეთის 1956 წლის რევოლუციის 70-ე წლისთავის საზეიმო ღონისძიებებზე მიიწვია. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა შემოთავაზება მიიღო.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს დაკავების ორდერი ღაზაში შესაძლო სამხედრო დანაშაულების გამო გასცა. უნგრეთის მოქმედმა პრემიერმა, ვიქტორ ორბანმა, რომელმაც მალე თანამდებობა უნდა დატოვოს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოდან გასვლის პროცედურა 2025 წლის აპრილში დაიწყო, სწორედ იმ დღეს, როდესაც ბუდაპეშტში ნეთანიაჰუს უმასპინძლა. უნგრეთი, როგორც რომის სტატუტის მონაწილე ქვეყანა, ვალდებული იყო, ნეთანიაჰუ დაეკავებინა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
კახა კალაძე - აქამდე თუ შენიღბულად მოგვიწოდებდნენ ომში ჩართვაზე, ჰერჩინსკიმ პირდაპირ ისაუბრა დაპირისპირებაზე, დაემუქრა ქართველებს, სახელმწიფოს, უნდა მოხდეს მისი დაბარება და დაისვას კითხვები
ირაკლი კობახიძე - პირველი ივლისიდან ამოქმედდება ფერმერული მეურნეობების რეესტრი, რომ დავინახოთ თითოეული ფერმერის საჭიროება და გავხადოთ სახელმწიფო მხარდაჭერა უფრო მიზნობრივი
ირაკლი კობახიძე - „აგროთანადაფინანსების“ ახალი პროგრამით ჩვენ ვაერთიანებთ აგროწარმოების ყველა საკვანძო მიმართულებას, ჩვენი მთავარი მიზანია საშუალო ზომის ფერმერული მეურნეობების გაძლიერება
ირაკლი კობახიძე - სოფელი განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებად ვაქციეთ, დავიწყეთ მასშტაბური ინვესტიციები, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება გაორმაგდა და 8.5 მლრდ ლარს გადააჭარბა
აშშ-ის საელჩო - 1992 წლის 23 აპრილს, დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან ერთ თვეში, აშშ-მა თბილისში საელჩო გახსნა - სიამაყით ვაგრძელებთ ორმხრივად სასარგებლო პარტნიორობის გაძლიერებასა და განვითარებას საქართველოში
არქივი