52
22 აპრილი 2026, 09:58
ირანულმა მხარემ პაკისტანში შუამავლის მეშვეობით აშშ-ს გადასცა, რომ მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ მიიღებს და ამ ეტაპზე ასეთ პროცესში პერსპექტივას ვერ ხედავს.
როგორც სახელმწიფო სააგენტო იუწყება, აშშ „არღვევს ვალდებულებებს“, რომლებიც ზავის ფარგლებში აიღო საკუთარ თავზე. კერძოდ, ვერ „დაავალდებულა ისრაელი ლიბანში ზავის დაცვა“.
ასევე აღნიშნულია, რომ ისლამაბადში გამართული მოლაპარაკებების პირველ რაუნდზე აშშ-მ წამოაყენა მოთხოვნები, რომლებიც ირანულმა მხარემ გადაჭარბებულად მიიჩნია და მათი შესრულებაზე დაჟინებით მოთხოვნა მოლაპარაკებებს აზრს უკარგავს.
თავის მხრივ, ირანი მთავარ პირობად ასახელებს ამერიკული საზღვაო ბლოკადის მოხსნას. ამიტომ თეირანი არ გახსნის ჰორუზის სრუტეს, მიუხედავად იმისა, რომ დონალდ ტრამპმა ზავის ვადა გაახანგრძლივა.
სააგენტო ასევე ხაზს უსვამს, რომ თეირანს აშშ-სთვის ზავის გაგრძელება არ უთხოვია, ეს გადაწყვეტილება თავად ამერიკის პრეზიდენტმა გამოაცხადა.
Associated Press-ის ინფორმაციით, აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა გააუქმა პაკისტანში ვიზიტი, სადაც მოსალოდნელი იყო მისი მონაწილეობა ირანთან მოლაპარაკებების მეორე რაუნდში.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |