კახა კალაძე საკადრო ცვლილებებზე: სადაც და როგორც არ უნდა იყო, მთავარია, ემსახურო შენს ქვეყანას და ხალხს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
59 22 აპრილი 2026, 14:48

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ სამთავრობო ცვლილებებში გასაკვირი არაფერია და ყველა სახელმწიფო უწყების მუშაობა ქვეყნის განვითარებისკენაა მიმართული.

ამის შესახებ მან გუშინ განხორციელებული საკადრო ცვლილებების შესახებ განაცხადა, რომლის თანახმადაც, მთავრობის სტრუქტურას დაემატება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე უხელმძღვანელებს.

„გუნდში ხშირად ხდება ცვლილებები. აქ გასაკვირი არაფერია. ყველა სამსახურის მუშაობა მიმართულია იმისკენ, რომ ემსახურო შენს ქვეყანას და ხალხს. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რომელ კონკრეტულ უწყებაში ან თანამდებობაზე იქნები. მთავარია, გააკეთო ის საქმე, რაც სჭირდება ამ ქვეყნის მომავალს და ქართველ ხალხს. ქვეყანა სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას და შესაბამისად, ამ ადამიანების სწორი, ეფექტური და გამართული მუშაობა არის მნიშვნელოვანი. მინდა, თითოეულ მათგანს წარმატებები ვუსურვო“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე განმარტებით, სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა.

„იქმნება სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელიც კოორდინაციას გაუწევს შესაბამის უწყებებს - ეს იქნება შინაგან საქმეთა სამინისტრო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო თანამდებობაა. როგორც უკვე აღვნიშნე, ამ უწყებების სწორი, ეფექტური და გამართული მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია. გადანაცვლება იმისთვის არ ხორციელდება, რომ რაიმე პრობლემა არსებობს ან პრობლემას წარმოადგენს კონკრეტული თანამდებობის პირის მიმართ. დღეს შეიძლება იყო ერთ კონკრეტულ თანამდებობაზე, ხვალ - მეორეზე. სადაც და როგორც არ უნდა იყო, მთავარია, ემსახურო შენს ქვეყანას და ხალხს“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკავშირმა სანქციების მე-20 პაკეტიდან ზღვით რუსული ნავთობის გადაზიდვაზე დაწესებული შეზღუდვა ამოიღო
ევროკავშირის ელჩებმა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფა დაამტკიცეს
კახა კალაძე კაია კალასის განცხადებაზე: ევროპელ ბიუროკრატებს არგუმენტები არ უყვართ. ისინი მხოლოდ ზედაპირული მესიჯებით, მუქარებითა და შანტაჟით შემოიფარგლებიან
სლოვაკეთის ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, ნავთობსადენ „დრუჟბას“ ნავთობით შევსება დაიწყო. ნავთობის მიწოდების აღდგენა ხვალისთვის იგეგმება
დიმიტრი ხუნდაძე: როგორც ვხედავთ ლგბტ პროპაგანდა ბრიუსელის მხრიდან ისევ აქტუალურია. ეს არის ნათელი მაგალითი უნგრეთის შემთხვევაში, როცა ბრიუსელმა დაინახა შესაძლებლობა იმისა, რომ ისევ თავიდან წამოიწყოს ეს კამპანია
არქივი