დიმიტრი ხუნდაძე: როგორც ვხედავთ ლგბტ პროპაგანდა ბრიუსელის მხრიდან ისევ აქტუალურია. ეს არის ნათელი მაგალითი უნგრეთის შემთხვევაში, როცა ბრიუსელმა დაინახა შესაძლებლობა იმისა, რომ ისევ თავიდან წამოიწყოს ეს კამპანია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
50 22 აპრილი 2026, 14:56

როგორც ვხედავთ ლგბტ პროპაგანდა ბრიუსელის მხრიდან ისევ აქტუალურია, - განაცხადა საპარლამენტო ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ.

მისივე თქმით, ეს არის ნათელი მაგალითი უნგრეთის შემთხვევაში, როცა ბრიუსელმა დაინახა შესაძლებლობა იმისა, რომ ისევ თავიდან წამოიწყოს ეს კამპანია, ისევ მოსთხოვოს უნგრეთს, რომ ლგბტ პროპაგანდა არა თუ შეზღუდოს, არამედ გააქტიუროს.

„ეს იქნება ჩვენთვის ასევე სასიგნალო, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ მუდმივად ფხიზლად და საკითხები, რომელიც ეროვნული ფასეულობების ნაწილია, ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამიტომ აქ კომპრომისი უბრალოდ ვერ იქნება“, - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

უნგრეთში ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას მწვავედ აკრიტიკებენ. ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ბუდაპეშტმა ევროკავშირის წევრებისთვის დადგენილი საერთო წესები დაარღვია, როცა ბავშვებს, გენდერული პროპაგანდის გამავრცელებელ კონტენტზე წვდომა აუკრძალა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაირღვა ევროკავშირის შეთანხმების მეორე მუხლი, რომელიც საერთო ფასეულობებს ეხება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ევროკავშირის ელჩებმა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფა დაამტკიცეს
კახა კალაძე კაია კალასის განცხადებაზე: ევროპელ ბიუროკრატებს არგუმენტები არ უყვართ. ისინი მხოლოდ ზედაპირული მესიჯებით, მუქარებითა და შანტაჟით შემოიფარგლებიან
სლოვაკეთის ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, ნავთობსადენ „დრუჟბას“ ნავთობით შევსება დაიწყო. ნავთობის მიწოდების აღდგენა ხვალისთვის იგეგმება
BBC: უკრაინას საპენსიო ასაკის 67 წლამდე გაზრდა მოუწევს - ამის მიზეზი დემოგრაფიული მდგომარეობა და მუშახელის ნაკლებობაა
კახა კალაძე საკადრო ცვლილებებზე: სადაც და როგორც არ უნდა იყო, მთავარია, ემსახურო შენს ქვეყანას და ხალხს
არქივი