57
22 აპრილი 2026, 15:50
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებმა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფა დაამტკიცეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, უნგრეთმა და სლოვაკეთმა, რომლებიც აღნიშნული საკითხის გადაწყვეტას ბლოკავდნენ, ვეტო მოხსნეს. მოსალოდნელია, რომ პროცედურა ხვალისთვის დასრულდება.
აღსანიშნავია, რომ უკრაინამ დღეს ნავთობსადენ „დრუჟბას“ ნავთობით შევსება დაიწყო. უნგრეთი და სლოვაკეთი აღნიშნული ნავთობსადენით ნავთობს უკვე ხვალიდან მიიღებენ.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |