55
22 აპრილი 2026, 16:28
„რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტის დამტკიცებამდე სიიდან ზღვით რუსული ნავთობის გადაზიდვის აკრძალვის პუნქტი ამოიღო.
„დღეს დილით ევროკავშირის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტს დაამტკიცებენ. თუმცა ეს ზღვით რუსული ნავთობის გადატანის აკრძალვის გარეშე მოხდება“, - დაწერა იოზვიაკმა.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტი დაამტკიცეს.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |