დიმიტრი ხუნდაძე: ლგბტ პროპაგანდა ბრიუსელისთვის ისევ აქტუალურია. მუდმივად ფხიზლად უნდა ვიყოთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
59 22 აპრილი 2026, 16:42

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე, მედიასთან გამოეხმაურა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, უნგრეთმა ბავშვებისთვის ლგბტ პროპაგანდის წვდომაზე აკრძალვით დაარღვია ევროკავშირის წევრებისთვის დადგენილი საერთო წესი.

ხუნდაძის აზრით, აღნიშნული ამტკიცებს, რომ ლგბტ პროპაგანდა ბრიუსელისთვის ჯერ კიდევ აქტუალურია.

„ბრიუსელმა დაინახა შესაძლებლობა, თავიდან წამოიწყოს ეს კამპანია, ისევ მოსთხოვოს უნგრეთს, რომ ლგბტ პროპაგანდა არათუ შეზღუდოს, არამედ გაააქტიუროს“, - განაცხადა დეპუტატმა.

ხუნდაძემ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ეს უნდა იყოს სიგნალი საქართველოსთვისაც და იმ საკითხებში, რომლებიც ეროვნული ფასეულობების ნაწილია, კომპრომისი დაუშვებელია.

„როგორც ვხედავთ, ლგბტ პროპაგანდა ბრიუსელისთვის ისევ აქტუალურია. უნგრეთის შემთხვევა ამის ნათელი მაგალითია. ბრიუსელმა დაინახა შესაძლებლობა, თავიდან წამოიწყოს ეს კამპანია, ისევ მოსთხოვოს უნგრეთს, რომ ლგბტ პროპაგანდა არათუ შეზღუდოს, არამედ გაააქტიუროს. ეს იქნება ჩვენთვის სიგნალი - მუდმივად ფხიზლად უნდა ვიყოთ. საკითხები, რომლებიც ეროვნული ფასეულობების ნაწილია, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და აქ კომპრომისი ვერ იქნება“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ფიცომ განაცხადა, რომ არ გაუკვირდება, თუ ნავთობსადენი „დრუჟბა“ მუშაობას შეწყვეტს უკრაინისთვის ევროკავშირის სესხის დამტკიცებიდან მოკლე დროში
პროკურატურის მტკიცებულებების საფუძველზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს 17-17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სუს-მა ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავა, რომელიც უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის თანამშრომლის დავალებით, თანხის სანაცვლოდ საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო ხასიათის ინფორმაციას აგროვებდა
ევროკავშირის ელჩებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტი დაამტკიცეს
რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკავშირმა სანქციების მე-20 პაკეტიდან ზღვით რუსული ნავთობის გადაზიდვაზე დაწესებული შეზღუდვა ამოიღო
არქივი