ფიცომ განაცხადა, რომ არ გაუკვირდება, თუ ნავთობსადენი „დრუჟბა“ მუშაობას შეწყვეტს უკრაინისთვის ევროკავშირის სესხის დამტკიცებიდან მოკლე დროში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
10 22 აპრილი 2026, 19:36

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ არ გაუკვირდება, თუ ნავთობსადენი „დრუჟბა“ მუშაობას შეწყვეტს უკრაინისთვის ევროკავშირის სესხის დამტკიცებიდან მოკლე დროში.

ფიცომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სლოვაკეთის მთავრობა უკრაინისთვის სესხის გამოყოფას არ დათანხმდა და მასში მონაწილეობას არ იღებს, ისევე როგორც უნგრეთი და ჩეხეთის რესპუბლიკა.

ამავდროულად, მან დასძინა, რომ ეს სესხი ევროკავშირში კანონიერი გზით დამტკიცდა.

„ვვარაუდობ, რომ შესაძლოა მოხდეს ამ სესხის განბლოკვა იმ პირობით, თუ გადაიდგმება ყველა ნაბიჯი ნავთობსადენ „დრუჟბას“ გახსნისთვის. ასევე, ტექნიკური სამსახურები გვატყობინებენ, რომ ტარდება მილსადენის წნევის ქვეშ გამოცდა და მიმდინარეობს გარკვეული მოსამზადებელი ზომები“, - აღნიშნა სლოვაკეთის მთავრობის მეთაურმა.

„ახლა არ დავიწყებ იმის ვარაუდს, თუ რა მოხდება, იქნება ასე თუ არა. ნდობა სლოვაკეთსა და უკრაინას შორის შერყეულია“, - დასძინა მან.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„პოლიტიკო“ - თეთრმა სახლმა ნატო-ს „კარგი“ და „ცუდი“ წევრების სია შეიმუშავა, რათა დაისაჯონ ის მოკავშირეები, რომლებმაც უარი თქვეს ირანთან ომის მხარდაჭერაზე
თამარ ჩიბურდანიძე: მადიარი კონსერვატორია, საარჩევნო პროგრამაში შეტანილი ჰქონდა ოჯახური ღირებულებები, ლგბტ თემთან დაკავშირებით კი დათქმა, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება იცხოვროს ისე, როგორც უნდა, მაგრამ პროპაგანდა არ არის მიზანშეწონილი
პროკურატურის მტკიცებულებების საფუძველზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს 17-17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სუს-მა ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავა, რომელიც უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის თანამშრომლის დავალებით, თანხის სანაცვლოდ საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო ხასიათის ინფორმაციას აგროვებდა
დიმიტრი ხუნდაძე: ლგბტ პროპაგანდა ბრიუსელისთვის ისევ აქტუალურია. მუდმივად ფხიზლად უნდა ვიყოთ
არქივი